planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://b.pix.ge/c/qm0g9.jpg “რა სისულელეა? დატოვოს კლუბი და გლენ ჯონსონმა? ასეთი აფსურდი სიზმარშიც არ დამესიზმრება” – განაცხადა “წითლების” მფლობელმა ჯონ ჰენრიმ. ინგლისურ მედიაში ჰოჯსონისა და ჯონსონის დაპირისპირების შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაციები. ეს არც ჯონ ჰენრის გამოჰპარვია, მან კოპს მიმართა: “ლივერპულს არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს ფერნანდო ტორესი, გლენ ჯონსონი, პეპე რეინა და სტივენ ჯერარდი. კლუბმა ძალიან დიდ სტრესს გაუძლო – გაუძლო ვიძახი, მაგრამ ეს ჯერაც არ დასრულებულა. მივმართავ “კოპს” – ნუ ჩავარდებით პანიკაში, ჩვენ ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან არცერთს არ დავთმობთ ნებისმიერი თანხის შემოთავაზების შემთხვევაში. ჩვენი ფეხბურთელები სწრაფად პროგრესირებენ – შედეგიც სულ მალე დაეტყობა კლუბს. მე შევხვდი ფერნანდო ტორესს, სტივენ ჯერარდს, პეპე რეინასა და ჯეიმი კარაგერს – მათთან საკმაოდ გულახდილი საუბარი მქონდა”. დამიენ კომოლმა კი საჯაროდ გამოაცხადა: “ლივერპული მხოლოდ და მხოლოდ შედარებით დაბალი დონის ფეხბურთელებს შეელევა – გავუშვებთ ჯონსონს, ტორესს, რეინასა და ჯერარდს? ამაზე ფიქრით სიცილასაგან შეიძლება ჭკუიდანაც გადავიდე. იანვარში მარტო მსოფლიო კლასის ფეხბურთელებს დავიმატებთ.” მომზადებულია Mirror Football-ისა და Daily Mail-ის მიერ View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts