planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/83852-150x150.jpgთბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისშიც იქნება ჩქარი ტრამვაი და აეროპორტიც ისე მოეწყობა, რომ იქიდან ევროპაში მუდმივი რეისები შესრულდეს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, მთავრობის ახალი სახლის მშენებლობის გახსნაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სულ ცოტა ხანში აქედან ევროპაში დღეში 6 რეისი შესრულდება და ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. ,,ბოლო დროს ჩვენ, მათ შორის ჩემს ქუთაისელ მეგობრებს ჰქონდათ განცდა, რომ ქუთაისს არაფერი ეშველება, როგორი ჩაოხრებული, გაუბედურებული და გაღარიბებულიც არის, მთელი ცხოვრება ისეთი დარჩება. დღეს კი შეხედეთ, რა სილამაზეა გარშემო. ნახეთ როგორ გაკეთდა ცენტრი, როგორი პარლამენტი და მთავრობის სახლი შენდება, როგორი კონტროლის პალატა აშენდა. იქიდან გამოვა პირდაპირ ბულვარი, ქუთაისის ცენტრისკენ ძალიან ფართო ახალი გამზირი გამოაჭრის, 30 კმ-ზე ველოსიპედების გზები კეთდება, რომლის გარშემოც დაირგვება პალმის ხეები და ბათუმის ბულვარივით განათდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts