Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მენტალიტეტი და ნაადრევი ქორწინება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/1513980494_704aa3d87c-150x150.jpgშეყვარებულს ეგ როგორ უნდა აკადრო, მაშინ ის შეყვარებული კი არა “ნაშა” გამოდის, თანაც თუ ჩემთან ასე მოიქცა, რა გარანტია მაქვს, რომ სხვასთანაც იგივეს არ გააკეთებს”, – მითხრა ჩემმა მეგობარმა და შემრცხვა, რომ ასეთი “მურთაზების” მეგობარი აღმოვჩნდი – წერს ახალგაზრდა ბიჭი ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე.

 

ეს თითქოს უმნიშვნელო ფრაზა, ძალიან კარგად ასახავს საქართველოში შექმნილ გაურკვევლობას, განსაკუთრებით როცა საქმე სექსს, ქალიშვილობის ინსტიტუტსა და ტრადიციებს ეხება. მაშ ასე, განხილვის თემა: მენტალიტეტი და ნაადრევი ქორწინება, როგორც ურთიერთგანმაპირობებელი ფაქტორები.

 

მენტალიტეტი- [ლათ.მენს (მენტის) ჭკუა,გონება,აზროვნება] – 1.ფილოსოფიურად ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც რეალურად არსებობს გონებრივი და არა მატერიალური სამყარო. 2-ფსიქოლოგიურად თეორია, რომლის მიხედვითაც გონება შესწავლილ უნდა იქნას თვითდაკვირვებით. 3-ენათმეცნიერების მიმართულება, რომელიც ენას განიხილავს, როგორც აზრის გამოხატვის საშუალებას.

 

ოჯახი – თათრული სიტყვაა. 1-კერა, საცეცხლური, მიმსგავსებით სახლი ან სახლობა, ვითარ კომლი. 2-ფსიქოლოგიურად ორი ადამიანის ერთობა, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ერთმანეთის მიმართ, ახლობლებისა და საზოგადოების მიმართ.

 

ეს აღნიშნული ტერმინების ტრადიციული განმარტებებია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დღეს ისინი ასეთ ასოციაციას იწვევენ საზოგადოებაში. გლობალიზაციის პირობებში მენტალიტეტი ბევრისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. აი, ოჯახს განმარტება არ შეცვლია, უბრალოდ დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გრძნობა შეიცვალა.

 

ზოგადი სურათის შესაქმნელად გეტყვით, რომ საქართველოში ქორწინებათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და დემოგრაფიული

მაჩვენებელიც ფეხ და ფეხ მიყვება.

 

რაც შეეხება ასაკს, 2000 წლის მონაცემებით, 16-19 წლის ასაკში დაოჯახდა 750 მამაკაცი და 2815 ქალი. იგივე მონაცემები 2009 წლისთვის ასე გამოიყურება: მამაკაცი-1271, ქალი-5596.

 

პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფორმით გვხვდება.ჩვენთან ეს ნაადრევი ქორწინებაა, სხვაგან ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება. მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ეს უკანასკნელი ნაადრევი ქორწინების პირდაპირი მაჩვენებელია და მისი შედეგები ზუსტად ასახავს ნაადრევი ქორწინების შედეგებს.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ურთიერთობები არც თუ ისე უსაფრთხოა და უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. უარყოფით შედეგებს მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვის მატება, კონტრაცეპტივების არასწორი და არარეგულარული გამოყენება, აბორტების რაოდენობის ზრდა, ორსული მოზარდებისა და მშობიარობების ზრდა, სიღარიბის დონის ზრდა არასრულწლოვან დედებში. ასევე მაღალია მოზარდების მიერ გაჩენილ ახალშობილებში პათოლოგიების რისკი. ნაადრევი სქესობრივი კონტაქტები აქვეითებს თვითშეფასებას და იწვევს დეპრესიული ფონის მატებას მოზარდებში.

 

.დაახლოვებით 16 მილიონი თინეიჯერი 15-19 წლის ასაკში აჩენს ბავშვს, რაც მთელი მსოფლიოს შობადობის 11 %-ს წარმოადგენს.

.95% ზემოთაღნიშნული მშობიარობების ხდება დაბალი განვითარების ქვეყნებში.

.ორსულ მოზარდთა 23%-ში სერიოზული გართულებები ყალიბდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, როგორიცაა ანემია, შიდსი და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ჰემორაგიები, მალარია, მენტალური პრობლემები და სხვა.

.ზუსტად 50%-ით იზრდება ახალშობილთა სიკვდილიანობა და ნაადრევი მშობიარობების ოდენობა მოზარდების ორსულობის დროს.

 

გადახედავთ რა მონაცემებს, ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა: აქ მხოლოდ ნაადრევ სქესობრივ კონტაქტებზეა საუბარი, რატომ ვსაუბრობთ საქართველოში ნაადრევ ქორწინებაზე? Iმიტომ, რომ საქართველოში ნაადრევი ქორწინება ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაკანონების ყველაზე “პოპულარული” გზაა.

 

2010 წელს ჩატარდა კვლევა და გამოიკითხა 30 სასწავლებლის 3000 სტუდენტი.გამოკითხულთა 87% ფიქრობს, რომ გოგონებმა ქორწინებამდე სექსისგან თავი უნდა შეიკავოს, ხოლო ბიჭებისთვის თავის შეკავება 72.4%-ს არარეალურად მიაჩნია. გამოდის რომ გოგონებს ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება “ეკრძალებათ” , მამაკაცებს კი “მოეთხოვებათ”. გამოკითხულთა 78.8%-ს პირველი კონტაქტი 15-20წლის ასაკში ჰქონდა. გოგონათა 72.9%-მა პირველი სქესობრივი ურთიერთობა მეუღლესთან დაამყარა, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცებზე, მათთან ეს რიცხვი მხოლოდ 3.3%-ს შეადგენს. კვლევის შედეგად დაიდო დასკვნა, რომ გოგონები მსგავს საკითხებში ბევრად უფრო კონსერვატორები არიან ვიდრე მამაკაცები.

 

“მოზარდი მოდას აყოლილი, ძალიან რთული ფენომენია, მენტალიტეტი კი მოდა არ არის, ის ბევრად უფრო მეტია, სწორედ ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი. პუბერტეტის რევოლუციური ხანა 12-დან 19 წლამდე გრძელდება და მთლიანად ამსხვრევს პიროვნებას. ეს ფერწერულ ტილოზე წყლის გადასხმას გავს. ის ხომ ბევრ ლაქას დატოვებს, ზუსტად იგივე ხდება მოზარდის შემთხვევაში. თუმცა ჩვენი ვალი დამსხვრეული პიროვნებისგან ახალი პიროვნების შექმნაა და არა მისი თავიდან მოშორება. საქართველოში ჰორმონალური ჯანყი დგას, რაც მენტალურ მომენტებს დიდ დარტყმებს აყენებს. მიუხედავად იმისა რომ ქართული მენტალიტეტი არის სიახლისადმი მიდრეკილი, საზოგადოებას სიახლესთან ადაპტირება მაინც უჭირს. ყველაფრისგან გამოსავალი მხოლოდ სწორი აღზრდაა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე დამყარებული. სექსი არ არის უხერხული თემა და ჩვენ, მშობლებმა, შვილებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოზარდებს უნდა მივცეთ არჩევანის თავისუფლება და უფლება სურვილის შემთხვევაში იცხოვრონ თავის პარტნიორთან. თუ ამ თემას ტაბუს დავადებთ აღვირახსნილ გარყვნილებამდე მივალთ. ახლა ცდების და შეცდომების დროა და ეს ტრაგედია არ არის. მარგალიტს ჭაობში რომ ჩააგდებ, ისევ ისეთის ამოღება შესაძლებელია”, – ლია ასანიშვილი, ფსიქოლოგი.

 

“სქესობრივი ენერგია რომ არსებობს, ფაქტია, მაგრამ როგორმე ამ ენერგიას უნდა მოვუაროთ და ყურადღება სხვა რაღაცებზე უნდა გადავიტანოთ, მაგალითად განათლებაზე, სპორტზე და ა.შ. ნაადრევი ქორწინება ანგრევს მოზარდს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. მოზარდი რომელიც 13-15 წლის ასაკში იწყებს სქესობრივ ცხოვრებას საშუალოდ წელიწადში 1.3-1.7 პარტნიორს იცვლის, ხოლო ის ვინც 18-19 წლისა იწყებს 0.3 პარტნიორს. ანუ ნაადრევი ურთიერთობები არასტაბილურია და ამას უნდა მივეშველოთ არა აკრძალვის გზით, არამედ ინფორმირების გზით”,- მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის ცენტრის დირექტორი.

 

“დავამატებ ერთს, მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება ადამიანს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ზრდის. ეს სფერო რომ მოწესრიგებული იყოს საქართველოში ამდენი მკერდისა და საშვილოსნოს კიბო არ იქნებოდა, თუმცა რასაკვირველია არ ვგულისხმობ მოზარდებს. დაბალი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს რაც შეეხებათ, ვფიქრობ ყველაფერი თავისით მოგვარდება. უბრალოდ საჭიროა რომ უფრო ლოიალურები ვიყოთ და ვაღიაროთ რომ მენტალური ღირებულებები ადამიანის ძალიან პირადი სფეროა და მას ნებისმიერ შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ”,- განაცხადა ფსიქოლოგმა ეკა ფირცხალავამ.

 

თემა რომ ძალიან მშრალი და მონოტონური არ გამოსულიყო ნაადრევი ქორწინების მსხვერპლთაც ვესტუმრე. მათგან უკეთ გაიგებთ რამდენად დიდი გავლენა იქონია მათ ცხოვრებაში მენტალიტეტმა.

 

ლიკა ანთაძე, 21 წლის-

“ოჯახი 18 წლისამ შევქმენი, ეს სიგიჟე იყო, რომელიც ვერ გავაკონტროლე. იცით როცა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ, როცა ინტერესი და მოლოდინი განუზომელია ძნელია თავი აკონტროლო. ურთიერთობა რომ დავიწყეთ მაშინ სექსზე საუბარი უბრალოდ ცუდი ტონი იყო. ჩემი მეუღლე, თუმცა სულაც არ იყო ისეთი როგორიც მინდოდა, მაიც ახერხებდა ჩემს “აჯანყებას”. გონება ქორწინებაზე ფიქრმა და “დიადმა” ოცნებებმა დაიპყრეს. არ მინდა იფიქროთ რომ მარტო სქესობრივი ურთიერთობის დაკანონებისთვის გავთხოვდი. მაშინ მეგონა რომ მიყვარდა, ვნებაც იყო მაგრამ დრო გავიდა და ყველაფერი განელდა. დღეს მე ოჯახი აღარ მაქვს, სამაგიეროდ მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს. საუბედუროდ ამ გაუგებრობაში ჩვენი შვილიც მოყვა. როგორც კი ჩვენი ურთიერთობის შესახებ გაიგეს, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ჩემი პატრონს “ჩაბარება” იყო საჭირო. არავის არაფერში ვადანაშაულებ მაგრამ ცოტა მეტი თავისუფლება რომ მქონოდა ალბათ ასე არ მოხდებოდა”.

 

ზურა ჭელიძე, 21 წლის-

ჰქონდა თუ არა მენტალიტეტს გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებაზე? ჰქონდა რა თქმა უნდა. არა პირდაპირი, მაგრამ მაინც. ჩვენ ვფიქრობდით რომ ერთმანეთი გვიყვარდა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ეს იყო მხოლოდ სურვილი, ვნება.Dდღეს ვნება სიახლეს აღარ წარმოადგენს მაგრამ 3 წლის წინ ეს თემა ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო. ბავშობიდან გვასწავლიდნენ რომ ურთიერთობა მხოლოდ ქორწინების შემდეგ შეიძლებოდა და ჩვენს ვიპოვეთ “გამოსავალი”. ეს არ იყო გამიზნული ქმედება, ეს იყო მხოლოდ ინსტინქტი. როცა ვქორწინდებოდით ჯერ კიდევ არ მქონდა გაცნობიერებული რა “შარში” გავყავი თავი. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა პასუხისმგებლობას შევეჭიდე.დღეს ჩვენ ჩვენი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება გვაქვს, ერთი გადაკვეთის წერტილით. ის ჩვენი შვილია, რომელსაც ალბათ ჩვენი შეცდომების გამო ყოველთვის ექნება ოჯახური სითბოს დანაკლისი.

 

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ გლობალიზაციაზე ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. 2009 წელს 16-19 წლის ასაკში დაქორწინებულთა რაოდენობამ 6867-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა რომ დღეს ყველა ცდილობს “აკრძალულ თემებზე” მეტად ისაუბროს, გავლენა მაინც არ ჩანს. ფაქტია რომ სიახლეებს მაინც ვერ ვიღებთ და 21 საუკუნეში კვლავ ნაადრევი ქორწინებების სიჭარბეს განვიცდით.

 

“სექსი კვლავ რჩება უხერხულ თემად, სწორედ ამიტომ საზოგადოებას ეს თემა შია”,- განაცხადა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

 

შიმშილის დასაკმაყოფილებლად ორი გზა არსებობს: ან უნდა დანაყრდე ან არა. მედიცინის ენით გამუდმებული შიმშილი მამაკაცებთან იმპოტენციას, ქალებთან მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს და უამრავ სხვა დაავადებას იწვევს. გარდა ამისა ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ადამიანი ვერ ფუნქციონირებს როცა მისი რომელიმე საბაზისო მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელია და გამუდმებით ეძებს საკვებს. ამიტომ საჭიროა სწორად განვსაზღვროთ ასაკი. თუმცა აქაც ქართველებისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმი არ უნდა გამოვიყენოთ და “ჭამა” ცხოვრების წესად და პრიორიტეტად არ უნდა ვაქციოთ.

 

თეონა შათირიშვილი

 

“ექსპრესნიუსი”

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...