planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/NATO-150x150.jpgნატომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ოფიციალურად აღიარა. დღესნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონებად პირველად არის მოხსენიებული. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კალანდაძის განცხადებით, რეზოლუციაში არის რუსეთისადმი მოწოდება, რომ მან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები დაიცვას და შეასრულოს. მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი თავისი შინაარსითა და სიმწვავით გამოირჩევა ყველა წინამორბედი რეზოლუციებისაგან, რომელიც ასამბლეას აქამდე მიუღია. “რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უზრუნველყოს როგორც რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, ასევე ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში და დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზედამხედველობისა და ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარების მიზნით”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე თქმით, რეზოლუცია ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მიესალმება საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს. კერძოდ, 2010 წლის 30 მაისს თვითმმართველობის არჩევნების კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 გადმოიტანეთ ეს თემა პოლიტიკაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts