planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili-misha11-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, მთავრობის სახლის მშენებლობის გახსნაზე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონში უკვე ხორციელდება. პრეზიდენტის თქმით, ქუთაისის გარშემო ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურა კეთდება. ,,სათაფლიაში, ხონში, მარტვილში მღვიმეების კომპლექსი კეთდება და ხორციელდება აბაშისწყლის ხეობის უნიკალური განვითარება. ვანი ძალიან მალე საინტერესო არქიტექტურული და დიდი ტურისტული ცენტრი გახდება. ხდება მთელი რეგიონის განვითარება ახალი გზით, რომელიც ზესტაფონიდან ქუთაისის გავლით, ახალ პარლამენტს 3 კმ-ში გაუვლის და სამტრედიაში ჩავა. უკვე 2012 წლის გაზაფხულზე, ამ გზით ჩავალთ აჭარაში, ჩოლოქზე, ჩოლოქიდან ბათუმში და იქიდან – შემოვლითი გზით საზღვარზე. შესაბამისად, ამ რეგიონის მნიშვნებლობაც უფრო მოიმატებს “, – აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში მთავრობის ახალი სახლის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts