Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დამიენ კომოლის ხედვა


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Admin/BkFill/Default_image_group/2010/11/5/1288990001187/Liverpool-FC-Training-006.jpg

 

სულ ახლახანს ლივერპულის ადმინისტრაციაში ახალი თანამდებობა შეიქმნა – “საფეხბურთო სტრატეგიების დირექტორი” , რომელიც 37 წლის ფრანგმა, დამიენ კომოლიმ დაიკავა…

 

ეს ადმინისტრაციული პოსტი ახალმა ამერიკელმა მფლობელებმა ჩამოაყალიბეს. კომოლი აქამდე ლონდონის ტოტენჰემსა და ფრანგულ სენტ-ეტიენში მუშაობდა, თუმცა მისი ენფილდური თანამდებობა ინგლისური კლუბების უმრავლესობისთვის უჩვეულოა.

 

ხშირად ამ პოზიციას აღიქვავენ როგორც მთავარი მწვრთნელის როლებში შეჭრას, რადგან კომოლის მთავარი მოვალეობა სატრანსფერო საკითხების მოგვარებაა. დამიენს ლონდონში მუშაობის დროს სერიოზული სატრანსფერო დილერის სახელი ჰქონდა. ტოტენჰემმა მისი ხელმძღვანელობით შეიძინა გარეთ ბეილი, დიდმიტარ ბერბატოვი, ლუკა მოდრიჩი, აურელიო გომესი და რომან პავლიჩენკო…

 

თავად ამერიკელმა მფლობელებმა კი მის დანიშვნას ამ პოზიციაზე უწოდეს პირველი ნაბიჯი წარმატებული ადმინისტრაციის შენებისკენ, რომელიც მუდამ განვითარებასა და პროგრესზე იზრუნებს და კლუბში გრძელვადიან ფილოსოფიას დანერგავს.

 

გთავაზობთ თავად დამიენ კომოლის პირველ ინტერვიუს მერსესაიდულ კარიერაში:

 

“ვფიქრობ ხშირად ჩემი თანამდებობა გაუგებრობის საბაბი ხდება, თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. ჩემი, ჯონ ჰენრის და როი ჰოჯსონის ხედვა სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ მომავალში ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე ვიმუშავებთ. ჩემთვის მწვრთნელის შეხედულება ფეხბურთელზე და მისი დამოკიდებულება პირველ რიგში დგას. ნამდვილად არ ვაპირებთ შევიძინოთ ისეთი ფეხბურთელი რომელიც მენეჯერს არ სურს, რადგან ასეთ შემთხვევაში ტრანსფერს ყველანაირი აზრი ეკარგება. ა.

 

“როი ჰოჯსონს მე ჯერ კიდევ მისი ფინეთის ნაკრებში მუშაობის დროს ვიცნობდი. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თემებზეც ხშირად ვსაუბრობთ, რადგან ჩვენი შეხედულებები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. ახლა კი როცა ერთად მოგვიწევს მუშაობა, დარწმუნებული ვარ რომ მიზნის მიღწევა არ გაგვიჭირდება.”

 

ა. ი, ი, ნ…”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...