Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჯონსონი VS ჰოჯსონი


Recommended Posts

http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=d2a75809-8e6c-40ff-abaf-ab9373e278ae.tif&size=350მწვრთნელ-ფეხბურთელი ერთმანეთს პრესაშიც აკრიტიკებენ.

 

“ლივერპულში” ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის სერიოზული კონფლიქტი მწიფდება – მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი და გუნდის თავკაცი როი ჰოჯსონი არსებული უთანხმოების დამალვას აღარ ცდილობენ და ერთმანეთს პრესაში საჯაროდ აკრიტიკებენ.

რამდენიმე დღის წინათ, ბრიტანულ გაზეთებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯონსონი “მერსისაიდელთა” თავკაცის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ძალიან უინტერესო ფეხბურთს თამაშობს. უკვე იმასაც ამბობენ, რომ 2009 წელს “პორტსმუთისგან” 18 მილიონ ფუნტად შეძენილი ჯონსონი სერიოზულად ფიქრობს “ენფილდიდან” აბარგებაზე და ზაფხულში აუცილებლად დატოვებს “ლივერპულს”, რა თქმა უნდა, თუკი მანამდე გუნდში რამე არ შეიცვალა.

ცვლილებაში “მერსისაიდელთა” მცველი, უწინარესად, ჰოჯსონის გაშვებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ბრიტანული პრესა ფეხბურთელის აზრს იზიარებს და უახლოეს მომავალში, “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებს პროგნოზირებს.

თავის მხრივ, გუნდის შიდა პრობლემების საიდუმლოდ შენახვას არც ჰოჯსონი ცდილობს და ფეხბურთელის ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს. “მერსისაიდელთა” თავკაცმა The Guardian-თან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯონსონისადმი კრიტიკული განწყობა.

“ძალიან ცუდია, როცა ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებს. ყველამ ვიცით, ჯონსონი უდიდესი პოტენციალის მქონე მცველია, თუმცა ისიც ნათელია, რომ გლენი დღეს იმის ნახევარსაც ვერ თამაშობს, რაც შეუძლია. საქმისადმი ასეთ დამოკიდებულებას კი, ნამდვილად ვერ ავიტან”, – ამბობს ჰოჯსონი.

ბოლო ტურში, “სტოკთან” მატჩის (0:2) დროს, “ლივერპულის” ფანები გუნდის ლეგენდას, კენი დაგლიშს უმღეროდნენ, რითაც “მერსისაიდელთა” ხელმძღვანელობას ჰოჯსონის დალგლიშით ჩანაცვლებას მოუწოდებდნენ.

“თუკი “ლივერპულის” ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გამათავისუფლებს, ამ გადაწყვეტილებას მშვიდად შევხვდები. ის კი ვიცი, რომ ჩემს საქმე პატიოსნად ვაკეთებ და გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად ყველა ღონეს ვხმარობ. მე ძალიან ცოტა ფეხბურთელი მყავს, რაც ტაქტიკური მანევრების საშუალებას არ მაძლვეს. გულშემატკივრები თითოეულ მარცხს ძალიან განიცდიან. სამწუხაროდ, სეზონის ბოლომდე მათ კიდევ არაერთხელ მოუწევთ გაწბილება, რადგან ამ შემადგენლობით ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია”, – დასძენს ჰოჯსონი.

 

წყარო: მსოფლიო სპორტი

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...