planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01609/Danny_Wilson_1609165c.jpg შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის განცხადებით, დანი ვილსონი მომავალ მატჩს ძირითად შემადგნელობაში დაიწყებს… დღეს ამ ახალგაზრდა შოტლანდიელი მცველისთვის სადებიუტო მატჩი იქნება ნაკრებში. ინგლისის 21 წლამდე გუნდის განაცხადში კი მარტინ კელია, რომელიც სავარაუდოდ ასევე ძირითადში დაიწყებს მატჩს გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან. შედარებით ნაკლებად ცნობილი მერსესაიდელი ფეხბურთელი კი, კონორ კოდი, შესაძლოა დღეს ინგლისის 18 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდეს. ლივერპულის ახალგაზრდა ტალანტი ინგლისელთა 17 წლამდე გუნდის კაპიტანი იყო და სწორედ მისი წინამძღოლობით “სამი ლომი”-ის ნაკრებმა მაისში ევროპის ჩემპიონატი მოიგო საკუთარ ასაკობრივ დონეზე. კონორ კოდი კი იმედოვნებს რომ ახლა მისი კარიერა ინგლისის U18-ში გაგრძელდება და დღეს პოლონეთის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ინგლისელთა 18 წლამდე ნაკრების განაცხადში ასევე ლივერპულის მეორე ფეხბურთელი, ჯეკ რობინსონია, რომელმაც გასულ სეზონში ენფილდზე რეკორდი დაამყარა, მას შემდეგ რაც გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლივერპულის ისტორიაში რომელმაც პრემიერლიგაში ითამაშა… წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ახალგაზრდა ბრიტანელ ტალანტებს! პ.ს. ახალგაზრდული მატჩების შედეგებს, ისევე როგორც შოტლანდია – ფარერების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჩვენს საიტზე მიიღებთ… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts