planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/8/18/1282119548990/Martin-Skrtel--006.jpg სტოუკ სიტისთან მარტინ შკრტელმა მცირე ტრამვა მიიღო, რის გამოც ინგლისში დარჩენა გადაწყვიტა და ნაკრებში თამაშს, ლივერპულის მომავალი მატჩისთვის მომზადება არჩია… მარტინმა სტოუკ სიტისთან თამაშის დროს მუხლი დაიზიანა და ამავდროულად კოჭის ძველი ტრამვაც გაუმიზეზდა. მან შესვენებაზე ტკივილ-გამაყუჩებლები მიიღო და შეძლო თამაშის დასრულება, თუმცა… “მუხლის და კოჭის პრობლემები სტოუკთან მატჩამდე მქონდა, ჯერ კიდევ ივნისში, სლოვაკეთი – კოსტა რიკას მატჩში დავშავდი, თუმცა მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი. წინა თამაშში კი მოწინააღმდეგისგან დარტყმა მივიღე და ვლავ გამიმიზეზდა ეს ტრამვები.” – განაცხადა შკრტელმა – “მატჩი ტკივილგამაყუჩებლებით გავაგრძელე, მაგრამ თამაშის დასრულებისთანავე დავურეკე სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე რომ ინგლისში დავრჩენილიყავი. ვფიქრობ აზრი არ ქონდა 2 დღე სრულიად უმიზეზოდ წავსულიყავი სლოვაკეთში, რადგან არავინ იცის მომიწევდა თუ არა თამაში ჩემი მდგომარეობის გამო. ვარჩიე კლუბში დავრჩენილიყავი და მომავალი მატჩისთვის გამოვჯანმრთელებულიყავი…” “ეს რომ საკვალიფიკაციო მატჩი ყოფილიყო ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი გამგზავრებაზე, მაგრამ ამხანაგურ მატჩში სხვა სიტუაციაა და მიხარია რომ მწვრთნელიც შედის ჩემს მდგომარეობაში.” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts