Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გილაურმა ურუშაძეს სამედიცინო ცენტრების მშენებლობის გაკონტროლება დაავალა


Recommended Posts

ნიკა გილაურმა ანდრია ურუშაძეს სამედიცინო ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის მკაცრად გაკონტროლება დაავალა.

 

პრემიერ მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრის დავალებასთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

 

,,მშენებლობების ვადა მომავალი წლის ბოლოს მთავრდება. ამ წლის ბოლოს ჩვენ უნდა გვქონდეს კონკრეტული გრაფიკი, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად კარგად ვაწარმოოთ მონიტორინგი’’, - მიმართა გილაურმა ურუშაძეს.

 

გილაურის განმარტებით, მომავალ წელს საქართველოს მთავრობა აქცენტს ჯანდაცვის სფეროზე გააკეთებს.

 

მისი თქმით, სავადმყოფოებისა და კლინიკების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. გილაური განმარტავს, რომ კერძო სექტორი 46 სხვადასხვა კლინიკასა და სამედიცინო ცენტრს რაიონებში ააშენებს. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საავადმყოფოებისა და კლინიკების სარებილიტაციო–სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რაჭაში, აჭარასა და თბილისში.

 

გილაურის თქმით, რებილიტაცია უტარდება ჟვანიას სახელობის თბილისის ბავშვთა კლინიკასა და რკინიგზის საავადმყოფოს.

 

,,რეაბილიტირებულ საავადმყოფოში თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან რამდენიმე კლინიკას გადავიტანთ’’, - ამბობს გილაური.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...