planetanews Posted November 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2010 მომავალი მთავრობის სხდომიდან მოყოლებული საქართველოს მინისტრთა კაბინეტი 2010 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საქართველოს მთავრობა მომავალი 5-6 სხდომის განმავლობაში შეაჯამებს 2010 წელს გაწეულ სამუშაოების შედეგებს და 2011 წლის გეგმებზე იმსჯელებს. ,,ეს იქნება ჩვენი მთავარი სამუშაო განწყობა მომავალი 5-6 სხდომის განმავლობაში’’, - ამბობს პრემიერ მინისტრი. ასევე გილაურმა მოუწოდა მინისტრებს, რომ 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მედიასა და საზოგადოებას გააცნონ. ,,ყველა მინისტრს მინდა მოვუწოდო, დეტალური პრეზენტაცია გაუკეთოს საზოგადოებას და მედიას, თუ რა გააკეთეს 2010 წელს, რა დარჩათ გასაკეთებელი, რა პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი და ა.შ. იმისათვის რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული’’, - განაცხადა გილაურმა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts