Jump to content
Planeta.Ge

ქველმოქმედება ნაცმოურად


Recommended Posts

ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის

2010 წლის 21 04, ოთხშაბათი - 19:29

 

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, ქველმოქმედება მისასალმებელია, მათი წყალობით უამრავი კეთილი საქმე გაკეთდა, მაგრამ, როგორც სხვა ყველაფერი ქართული, ქველმოქმედებაც „ნაციონალური თავისებურებით“ გამოირჩევა. ამის თვალსაჩინო მაგალითია „რუსთავი 2“-ის საქველმოქმედო შოუ „ვის უნდა 20 ათასი“. ქართული ხასიათის ერთერთ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ნაცნობ-მეგობრობის გარეშე შოუში მოხვედრა საკმაოდ რთულია.

 

 

 

თბილისის მკვიდრი ქალბატონი ნანა ლეჟავა ხუთი თვის განმავლობაში ცდილობდა, მისი შვილი ნიკუშა კისიევი, რომელიც ცერებლარული დამბლით არის დაავადებული, პროექტში მოხვედრილიყო, მაგრამ უშედეგოდ. ნანა ლეჟავა: „ცერებლარული დამბლის უმძიმესი ფორმით დაავადებულ ჩემ ვაჟს არ შეუძლია მოძრაობა, დაქვეითებული აქვს სმენა და მხედველობა. იგი მუდმივად საჭიროებს ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას. ჩვენ კი ამის საშუალება არა გვაქვს, რადგან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ფენას ვეკუთვნით და ეკონომიურად უკიდურესად გვიჭირს. როდესაც „რუსთავი 2“-ზე საქველმოქმედო შოუ დაიწყო, იმედი გამიჩნდა, ტელეკომპანიას თხოვნა-მუდარის წერილი მივწერე. თვე-ნახევრის შემდეგ დაგვიკავშირდა ჟურნალისტი, დაწვრილებით გამოიკითხა ნიკუშას მდგომარეობა და დაგვპირდა, რომ მოვიდოდა გადამღები ჯგშფი. ორი თვე ამაოდ ველოდით, შემდეგ ისევ მივწერე. პროექტის პროდიუსერმა თეა ყიფშიძემ წერილობიà მაცნობა: ”ჩვენ ისეთ ბავშვებს ვეხმარებით, რომელთაც აქვთ გამოჯანმრთელების შანსი.

 

 

 

ეს იყო დელიკატურად გამოხატული მეტად უხეში პასუხი, ანუ თავი დაგვანებე, შენს შვილს მაინც არაფერი ეშველებაო. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას; ვიცი, რას ნიშნავს დედისთვის შვილის ავადმყოფობა, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ, შოუში ბევრი ისეთი ბავშვისთვის უთამაშიათ, რომელთა მშობლებიც, ჩემზე გაცილებით შეძლებულები არიან. თუ ნიკუშას მდგომარეობა უსაშველოა, მე ვიცი ბავშვი, რომელიც ძვლის ტუბერკულოზით არის დაავადებული და ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება გარანტირებული აქვს. შოუს დაწყების დღიდან ცდილობენ მისი მშობლები პროექტში მოხვედრას, მაგრამ მასაც უარი უთხრეს. დარწმუნებული ვარ, რომ მყავდეს ვინმე გავლენიანი თანამდებობის პირი, რომელიც ნიკუშას პროტექციას გაუწევდა, ის აუცილებლად მოხვდებოდა შოუში.

 

 

 

 

 

ესეც არ იყოს, ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ოფისში ისეთ საუბარსაც შევესწარით, როდესაც ერთ-ერთი ავადმყოფი ბავშვის ახლობელი ცდილობდა, ნაცნობი ეპოვა შოუს წამყვან მამუკა გამყრელიძესთან დასაკავშირებლად, რათა ეს ბავშვი პროექტში მოხვედრილიყო. ქართული ქველმოქმედების მახასიათებელია ისიც, რომ სახელმწიფო, უხეშად რომ ვთქვათ, აქაც ყველას წილთი უზის, მათ შორის მძიმე ავადმყოფობებს.

 

 

 

 

 

სქემა ასეთია: სატელეფონო კომპანიები ”მაგთი” და ”ჯეოსელი” გადაცემაში განხორციელებული ზარებიდან შემოსული თანხის 18%-ს დღგ-ს სახით იტოვებენ და ბიუჯეტში რიცხავენ. დარჩენილი თანხა დანთა გადაეცემა ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ს რომელიც თავის მხრივ, 15%-ს იღებს. როგორც კომპანიის თანამშრომლებთან საუბრისას გავარკვიეთ, ”ვის უნდა 20 ათასი” ინგლისური პროექტია, რომლის ლიცენზიაც, ტელეკომპანიას შესყიდული კი არა, იჯარით აქვს აღებული და ამ 15%-ს, სწორედ ბრიტანელებს უხდის. ამას ემატება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო დაბეგვრა 20%-ის ოდენობით. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მოთამაშის მიერ მოგებული თანხაც. ჩვენ ვერ მოვახერხეთ გადაცემის პროდიუსერებთან დაკავშირება, ამიტომ ზემოთხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათგან დამოუკიდებლად დავიანგარიშეთ თუ რა თანხა მიდის უშუალოდ ავადმყოგამდე, თქვენი ზარის მეშვეობით გადარიცხული თითოეული ლარიდან.

 

 

 

 

 

ყოველ გადარიცხულ ერთ ლარს ჯერ აკლდება დღგ-ს 18%. დარჩენილ 82 თეთრს აკლდება ბრიტანული კომპანიისთვის განკუთვნილი 15%. ამის შემდეგ რჩება 69,7 თეთრი, რომელსაც საშემოსავლოს სახით 20% აკლდება და ადრესატამდე 55,76 თეთრი მიდის. მოკლედ თანხის 44,24% სახელმწიფო ბიუჯეტსა და ბრიტანულ კომპანიას მიაქვს, ხოლო 55,76% — იმას, ვის დასახმარებლადაც მაყურებელმა თანხა გაიღო.

 

 

 

 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა: „საზღვარგარეთის ქვეყნებში საქველმოქმედო პროექტები კანონმდებლობით არის გათავისუფლებული ყველანაირი გადასახადებისგან. ჩვენთან კი, როგორც ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო სისტემა ამ სფეროშიც დასახვეწია. „ვის უნდა 20 ათასის“ შემთხვევაში გარკვეული თანხის დაქვითვა საგადასახადო კანონის მიხედვით ხდება. შესაბამისად, ეს პროცესი კანონმა უნდა დაარეგულიროს და გაათავისუფლოს გადასახადებისგან“.

 

 

 

 

 

ვრცელი კომენტარის გაკეთება გაუჭირდა ექსპერტ სოსო არჩვაძეს: „ეს არის კერძო კომპანია და მას უფლება აქვს, გარკვეული ხარჯები, რაც საეთერო ხარჯებს უკავშირდება, აანაზღაუროს ამ გადაცემაში განთავსებული რეკლამებიდან და განხორციელებული სატელეფონო ზარებიდან შესული თანხიდან. ხოლო რამდენად არის პროპორცია დაცული, ამის გაკონტროლება ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა“.

 

 

 

 

 

მეტი თვალსაჩინოებისთვის „ვის უნდა 20 ათასის“ ბოლო, 13 აპრილის გადაცემა ავიღეთ, რომელშიც მსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა ათი წლის მარი ნადირაშისთვის ითამაშა. სოსო არჩვაძესთან ერთად გავარკვიეთ, როგორ გადანაწილდა შემოსული თანხა: გადაცემისთვის თანდართული ტიტრის თანახმად, გადაცემის მსვლელობისას განხორციელდა 62 198 სატელეფონო ზარი, რაც პირდაპირპროპორციულია მაყურებლის მიერ გადარიცხული თანხისა, ანუ სატელეფონო კომპანიებში (მოცემულ ნომერზე მხოლოდ „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ აბნენტებს შეუძლიათ დარეკვა) შევიდა 62198 ლარი. ამ თანხას გამოაკლდა დღგ-ს 18% ანუ 11 195 ლარი, რომელსაც სატელეფონო კომპანია იხდის. დარჩენილი 51 003 ლარიდან 15%- ს, ანუ 7 650 ლარს „რუსთავი 2“ ბრიტანელებს უგზავნის, ანუ რჩება 43353 ლარი. ამ თანხის 20%, რომელიც 8 670 ლარს შეადგენს, საშემოსავლოს სახით იქვითება. საერთო ჯამში 62198 ლარიდან 27 515 ლარი ბიუჯეტსა და პროექტის მესვეურებს გადაეცათ, მარი ნადირაძეს კი 34 683 ლარი დარჩა. საშემოსავლო 20% გამოაკლდება მოთამაშის — ვანიკო თარხნიშვილის მიერ მოგებულ 4000 ლარსაც.

 

 

 

 

ასე რომ, მაყურებლის მიერ გადარიცხული თითოეული ლარი საგადასახადო ლაბირინთებში კაპიკებად იშლება და მისი თითქმის ნახევარი ხელისუფლების ყულაბაში ხვდება. მილიონს რომ კაპიკი დააკლდება, მილიონი აღარ იქნება, 62 198 ლარს რომ 27 515 ლარით დაბეგრავ, ამას ქველმოქმედება ძნელად თუ ეწოდება.

 

 

--------------------

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეს არ არის ახალი ამბავი...

 

თან რა ცუდი პონტია... პროტესტის ნიშნად რომ აღარ გადარიცხო, იმ გაჭირვებულს მაინც დააკლდება... :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ძნელი და მძიმეა ასეთი გამწარებული მდგომარეობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველა გაჭირვებული ადამიანი ამ გადაცემაში ვერ მოხვდება. ნებისმიერი სახის უარი თხოვნაზე კი ასეთ მდგომარეობაში აღიქმება როგორც მიტოვება და აბუჩად აგდება, როგორი თავაზიანობითა და სიყვარულითაც არ უნდა იყოს ნათქვამი.

 

გუმანით თუ მაინც გრძნობთ რამდენი ბავშვია ასე დაავადებული მთელი საქართველოს მასშტაბით?

 

ერთადერთი პრობლემა ამ გადაცემაში საშემოსავლო მოსაკრებლით დაბეგვრაა, რომელიც მართლა უმსგავსობა და მკიდიაობაა სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

 

ჭორად ვიცი, რომ გადაცემის წამყვანი საკუთარ ჰონორარსაც სრულად ურიცხავს გადაცემაში მონაწილეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

საიტნერესოა, ესპანეთში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დააფინანსოს სამედიცინო სახის ოპერაციები?

ჩვენთან აღარანაირი პროგრამა აღარ არსებობს, ავად ხარ, თუ ფული არ გაქვს წადი მიქეილ გაბრიელთან,

მცირეწლოვნები მაინც დააფინანონ, რა ბოვშის ბრალია თუკი მშობლებს ფული არა აქვთ

 

Siknadmo

ეს არ არის ახალი ამბავი...

 

თან რა ცუდი პონტია... პროტესტის ნიშნად რომ აღარ გადარიცხო, იმ გაჭირვებულს მაინც დააკლდება... :(

დაგინებული მაქვს, რასაც ნაცმო გაეკარება არაფერში არ მივიღო მონაწილეობა, რუსთავი 2 იმედი და ას. შ.

შანსი არაა,

დაჟე ეკლესიაც რომ იყოს გარეული, თუკი მეცოდინება რომ ერთი თეთრი მაინც წავა ნაცმოს ტელევიზიებისთვის ან სახელმწიფო ბიუჯეტში, არა :no:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მომუშავე იხდის საშემოსავლო-სოც გადასახადს - შესაბამისად აქვს სრული სამედიცინო მომსახურება აბსოლუტურად უფასოდ.

უმუშევარი ვერ იხდის ვერაფერს - მაინც აქვს სრული ზუსტად იგივე სამედიცინო მომსახურება აბსოლუტურად უფასოდ.

პენსიონერიც იგივე.

ინვალიდიც იგივე.

 

 

ერთადერთი მედიცინაში ფულს იხდი მხოლოდ მედიკამენტებში, ისიც დაახლოებით 95%-მდე ფინანსდება. გააჩნია მედიკამენტს.

 

საავადმყოფოში წოლისას ნებისმერი მედიკამენტი უფასოა.

 

უფასოა ნებისმიერი გამოკვლევა, დიალიზი, თირკმელის გადანერგვაც (ოღონდ რიგში გიწევს ხანგრძლივი დროით დგომა), მშობიარობა და ა.შ.

 

 

ახლა ვაპირებ ცხვირის ძგიდის გასწორებას (თუ გავბედე) რა თმქა უნდა უფასოდ.

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

საააააღოოოოლლლლლ, ხომ არ იცი ვთქვათ რა მდგომარეობაა იტალიაში?

მანდ მგონი მუდმივად მემარჯვენეეები არიან ხელისუფლებაში, როგორც მახსოვს,

არის ამ მხრივ განსხვავება?

 

ან კიდევ, ევროკავშირს აქვს რაღაც საერთო კონცეფცია ჩAმოყალიბებული ჯანდაცვასთAნ დაკავშირებით?

კერძოდ სახელმწიფოს ვალდებულებები

 

ან კიდევ, ევროკავშირს აქვს რაღაც საერთო კონცეფცია ჩAმოყალიბებული ჯანდაცვასთAნ დაკავშირებით?

კერძოდ სახელმწიფოს ვალდებულებები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

საააააღოოოოლლლლლ

ეგია სოციალიზმი ა, რომ გვანამგალუროებთ აქა.

 

Siknadmo

ან კიდევ, ევროკავშირს აქვს რაღაც საერთო კონცეფცია ჩAმოყალიბებული ჯანდაცვასთAნ დაკავშირებით?

კერძოდ სახელმწიფოს ვალდებულებები ხომ არ იცი ვთქვათ რა მდგომარეობაა იტალიაში?

:no:

 

ერთ ქალაქში (აქ, ესპანეთში) ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეზღუდა არალეგალების ჩაწერა, რაც ფაქტიურად სამედიცინო მომსახურებას უზღუდავდა მათ. (ჩაწერილი უნდა იყო სადმე), ჰოდა არასამთავროებმა სულ კუდით ქვა ასროლინეს, ერთ კვირაში გააუქმეს შეზღუდვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

გინდ დაიჯერე და გინდ არა და საქ. საზოგადოება აზრზე არაა რა ხდება ევროპაში,

ვითომ ხომ დასავლური ორიენტაციისააა საქართველო და მოკლედ პირველი ევროპიელები ვართ,

მაგრამ ნაცმოს ტელევიზიები ევროპის სოციალურ კონცეფციებთან დაკავშირებით საზოგადოებას წყვდიადში ამყოფებენ,

 

ხოლო ჩვენ ვითომ ევროპული ორიენტაციის ლიბერასტები

იმას ჩასჩიჩინებენ საზოგადოებას რომ სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არა აქვს საზოგაოდების მიმართ,

ხოლო საზოგადოება ვალდებულია დაიცვას სახელმწიფოს მიერ დადგენლი ნორმები :018:

 

ანუ, ქართველი ლიბერასტების აზრით, ევროპიელობა ნიშნავს იმას რომ იყო უუფლებო და მორჩილი :nekro:

 

ანუ კანონ მორჩილი,

აი რას ნიშნავს კანონმორჩილება ლიბერასტულად ესაა ყველაზე მეტად საინტერესო,

უნდა დაემორჩილო პოლიციას, ხოლო პოლიციელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ უნდა გქონდეს, ვერსად ვერ უჩივლებ,

სახლემწიფო ორგანოების მიმართ ხარ აბსოლუტურად უუფლებო,

საერტო ნოლი ხარ ადამიანი,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გინდ დაიჯერე და გინდ არა და საქ. საზოგადოება აზრზე არაა რა ხდება ევროპაში

იქამდე მისვლას დრო უნდა. მარტო მაგ დაზღვევებს და სამედიცინო მომსახურებას რომ უყურებ, იმასაც შეხედე რომ იმ ხალხს Yვერების ფხანაში და რუსეთიდან (სსრკ-ს დროს) შემოსული სურსათის და საქონლის განაწილებაში არ გაუსქელებია ერთი ადგილი. სწავლობდნენ, მუშაობდნენ და მიაღწიეს იმას რასაც მიაღწიეს. სანამ მიაღწევდნენ იქაც იგივე სიტუაცია იყო რაც აქაა. თქვენ დაჯექით და იძახეთ "პატრიარქი რავა შეცდება", "ყურძენს იაფად იბარებენ" და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

იქამდე მისვლას დრო უნდა. მარტო მაგ დაზღვევებს და სამედიცინო მომსახურებას რომ უყურებ, იმასაც შეხედე რომ იმ ხალხს Yვერების ფხანაში და რუსეთიდან (სსრკ-ს დროს) შემოსული სურსათის და საქონლის განაწილებაში არ გაუსქელებია ერთი ადგილი. სწავლობდნენ, მუშაობდნენ და მიაღწიეს იმას რასაც მიაღწიეს. სანამ მიაღწევდნენ იქაც იგივე სიტუაცია იყო რაც აქაა. თქვენ დაჯექით და იძახეთ "პატრიარქი რავა შეცდება", "ყურძენს იაფად იბარებენ" და ა.შ.

დაზღვევის სისტემა ერთია, რაც ასევე გაუმართავია ამ ქვეყანაში, იმის გამო რომ ალბათ რა თქმა უნდა ქართველი ბიზნესმენები და ექიმები არ ვარგანან

და რა ქნას მთავრობამ :givi:

ხოდა, პატრიარქია კიდევ ევროკავშირს რომ ეფარება თორემ ჩვენი ხელისუფლება სულ იქითკენ მიისწრაფვის :givi:

იტოგში, ნაცმო გვიტმკიცებს არ ვარგა ამ საზოგდოებაში არავინ და იმიტომაც ჩვენ ვერ მივდივართ ევროპისკენ,

მაგრამ არსებობს საპირისოპირო აზრიც,

რომელსაც მეც ვიზიარებს, საქართველოში საზოგადოების განვითარების ნორმალური პირობა უნდა შექმნას ხელისუფლებამ, თუკი მას ეს არ ძალუძს უნდა დაახვიოს,

თუკი არ დაახვევს ვიქნებით ისეთ ქაქში როგორშიც დღეს ვართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნაცმო გვიტმკიცებს არ ვარგა ამ საზოგდოებაში არავინ და იმიტომაც ჩვენ ვერ მივდივართ ევროპისკენ

ნაცმო რად გინდა, აგერ T_A_T -იც მაგას გიმტკიცებს და მე მგონი სწორია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ნაცმო რად გინდა, აგერ T_A_T -იც მაგას გიმტკიცებს და მე მგონი სწორია.

კაი სატურნ, ავიღოთ ასეთი მაგალითი,

წყვილს შეეძინა ტყუპები და ზრდიან ასე

 

პირველს კვებავენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით, დაყავთ კარგ ნუ კერძო სკოლაში, აჰყავთ მისთვის რეპეტიტორი, ატარებენ სპორტზე, მოკლედ უქმნიან ყველანაირ პირობას,

აგზავნიან უცხოეთში სასწავლებლად ან აქ პრესტიჟული უმაღლეს სასწავლებელში

მეორეს კი აჭმევენ ჯან ფუდს, დაყავთ საჯარო სკოლაში, არანაირი რეპეტიტორი, ყურდღება ნოლი,24 საათი ეზოშია ტიპი და ფეხებზე კიდიათ, აღზრდის ერთადერთი მეთოდი აქვთ როზგი და წიხლი

 

ხოდა, ვის უფრო დიდი შანსი აქვს წარმატების?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პირველს. თუმცა ეს მაგალითი არაა ზუსტად სიტუაციის ანალოგიური. ხელისუფლება არ გამოდგება მშობლის ანალოგად. უფრო დაქირავებული პერსონალის ანალოგია. თუ დამქირავებელს არ მოსწონს დაქირავებული, მან უნდა გამოცვალოს დაქირავებული. ამისათვის რეალობაში არჩევნები გვაქვს, მაგრამ ისიც ფაქტია რომ არჩევნები ხელისუფლებამ მოიგო. კი იქნებოდა რაღაც დონეზე უზუსტობები, მაგრამ არა ასეთი პროცენტით. ამიტომ ისევ დავდივართ ხალხზე, დამქირავებელზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

იქამდე მისვლას დრო უნდა. მარტო მაგ დაზღვევებს და სამედიცინო მომსახურებას რომ უყურებ, იმასაც შეხედე რომ იმ ხალხს Yვერების ფხანაში და რუსეთიდან (სსრკ-ს დროს) შემოსული სურსათის და საქონლის განაწილებაში არ გაუსქელებია ერთი ადგილი. სწავლობდნენ, მუშაობდნენ და მიაღწიეს იმას რასაც მიაღწიეს. სანამ მიაღწევდნენ იქაც იგივე სიტუაცია იყო რაც აქაა. თქვენ დაჯექით და იძახეთ "პატრიარქი რავა შეცდება", "ყურძენს იაფად იბარებენ" და ა.შ.

 

შენ სულ სხავ გალაქსიაში დაფრინავ სატურნ. სსსრკს დროს არ აკლად ხალხს არც წამალი და არც მკურნალობა.

თქვენი რეჟიმი 50% რომ მიუახლოვდეს იმ პერიოდს კიდევ ასე 7X10 მიშური წლები გინდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანეთში, მაგალითად, რამდენს იხდი ჯამრთელობის დაზღვევაში?

 

არაფერი უფასოდ არ არის... მუშაობ და იხდი ხელფასიდან გადასახადს...

მე, მაგალითად, ხელფასიდან ყოველთვიურად 15% ვიხდი ჯამრთელობის დაზღვევაში...

 

ევროპაში უფასოა, სანამ გადაიხდი...

 

არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა გადაიხადო დაზღვევა, კი უნდა გადაიხადო, ბოლო-ბოლო შენ სიცოცხლეს ეხება...

მე იმას ვამბობ, რომ უფასო არ არის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...