planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/iakobasv-150x150.jpgსანაკოევის მთავრობის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის ფსბ-სთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაზე სანაკოევის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც “ექსპრესნიუსს” მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ია ბარათელმა განუცხადა, ჯერაპოვის განცხადება შესაძლოა ზეწოლის შედეგია. აღნიშნულ საკითხზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, რომ ის ასეთ პიროვნებას არ იცნობს. ცხინვალში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მთავრობის ყოფილი წევრი თეიმურაზ ჯერაპოვი გაასამართლეს. დე ფაქტო სასამართლომ იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება და კონსტიტუციური წყობის ხელყოფა) გაასამართლა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალი სრულიად დამტკიცებულად ჩათვალა. სასამართლოს განაჩენის თანახმად, იგი დროებით ადმინისტრაციაში მუშაობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკონსტიტუციო წესწყობილებას უთხრიდა ძირს. ჯერაპოვმა თავი დამნაშავედ არ აღიარა და განაცხადა, რომ განაჩენს კასაციური წესით გაასაჩივრებს. მისი თქმით, მისი ერთადერთი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილს ენდო და დროებითი ერთეულის მთავრობაში შევიდა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ჯერაპოვი როსტოვში, ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩრდილო-კავკასიის სამმართველოში ჩავიდა და თანამშრომლობა შესთავაზა. “თუ დაგჭირდებათ თქვენ პროექტებში ჩემი ჩაბმა, მე მზად ვარ”, – განუცხადა ფსბ-ს ჯერაპოვმა. ჯერაპოვის თქმით, მას მუშაობის გაგრძელება დაავლეს. ჯერაპოვი 2010 წლის 22 აპრილს ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts