Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მამუკა არეშიძე: გამორიცხული არაა, ჯერაპოვი ფსბ-სთან მართლაც თანამშრომლობდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/IMG_3980-150x150.jpgკავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, სანაკოევის მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თეიმურაზ ჯერაპოვის განცხადება ფსბ თანამშრომლობასთან დაკავშირებით შესაძლოა ზეწოლის შედეგად ყოფილიყო ნათქვამი.

 

ამის შესახებ არეშიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ჯერაპოვზე ცხინვალის მარიონეტულმა მთავრობამ შესაძლოა ფიზიკური ზეწოლა გამოიყენა და აღნიშნული განცხადება ზეწოლის შედეგად იქნა გაკეთებული.

 

“შესაძლოა ჯერაპოვზე ზეწოლა განხორციელდა და ცხინვალში მას ათქმევინეს ის რაც მათ უნდოდათ. თუმცა საერთო ჯამში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შესაძლოა ჯერაპოვი მართლაც თანამშრომლობდა ფსბ-სთან და ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია”-განაცხადა არეშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის მთავრობის ყოფილი წევრი თეიმურაზ ჯერაპოვი გაასამართლეს. დე ფაქტო სასამართლომ იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით (ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება და კონსტიტუციური წყობის ხელყოფა) გაასამართლა და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ მისი ბრალი სრულიად დამტკიცებულად ჩათვალა. სასამართლოს განაჩენის თანახმად, იგი დროებით ადმინისტრაციაში მუშაობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკონსტიტუციო წესწყობილებას უთხრიდა ძირს.

 

ჯერაპოვმა თავი დამნაშავედ არ აღიარა და განაცხადა, რომ განაჩენს კასაციური წესით გაასაჩივრებს.

 

მისი თქმით, მისი ერთადერთი ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილს ენდო და დროებითი ერთეულის მთავრობაში შევიდა.

 

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ჯერაპოვი როსტოვში, ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩრდილო-კავკასიის სამმართველოში ჩავიდა და თანამშრომლობა შესთავაზა.

 

“თუ დაგჭირდებათ თქვენ პროექტებში ჩემი ჩაბმა, მე მზად ვარ”, – განუცხადა ფსბ-ს ჯერაპოვმა. ჯერაპოვის თქმით, მას მუშაობის გაგრძელება დაავლეს.

 

ჯერაპოვი 2010 წლის 22 აპრილს ადმინისტრაციულ საზღვარზე დააკავეს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...