planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 16 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო ~ძველი თბილისში~ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთობლივი სემინარს გამართავენ.თემა: “ელექტრონული საზოგადოება და ინფრასტრუქტურა”. 16 ნოემბერს, 11.00 საათზე, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პროკურორებსა და გამომძიებლებს, აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ტრენინგი ჩაუტარდებათ.თემა: ,,საგადასახადო და თაღლითობის საკითხები”.მის: ორთაჭალა, გორგასლის #24, მთავარი პროკურატურა 16 ნოემბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო `კრუიზში” მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი `ახალი ნაბიჯები კრიტიკულ მედიცინაში~ ჩატარდება. 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, “მოძრაობა არა” ქართული ენის თემაზე ბრიფინგს გამართავს.მის: ლარსის ქ. #1, II სადარბაზო, II სართული (სახალხო კრების ოფისი)საკონტაქტო პირი: თიკო ნიბლოშვილი, ტელ: 899 50 11 88 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაავშირებით,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,დონორთა კლუბი” გამართავს აქციას _ `გაიღე სისხლი უანგაროდ~.სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსი, I სართული 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში საქართველოს ინტერაქტიული რუკის პრეზენტაციას გამართავს.მის: აღმაშენებლის გამზ. #89/24; მეტრო “მარჯანიშვილის” გვერდით 16 ნოემბერს, 12.00 საათზე, პროექტის “წიგნის მეგობარი” ფარგლებში, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და დედაქალაქის მერი გიგი უგულავა უმცროსკლასელებს ეწვევიან.მის: რუსთაველის გამზ. №10 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი პარლამენტში გამართავს ბრიფინგს.თემა: საქართველოს პარლამენტის წევრის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი უფლებების დარღვევა. 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე ეწვევიან.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა 16 ნოემბერს, 12.00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.მის: რუსთაველის გამზ. #26, III სართ. 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, “ხალხის პარტიის~ ოფისში, ალექსანდრე შალამბერიძე და საცხოვრებელი ფართობით მოსარგებლეთა საინიციატივო ჯგუფი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.თემა: “მესაკუთრეებსა და მოსარგებლეებს შორის გამწვავებული ურთიერთობების დარეგულირების საკითხი”..მის: ჩუბინაშვილის ქ. #20 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ბრიეფინგს გამართავს.თემა: “საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი უფლებების დარღვევა”.საკონფერენციო დარბაზი 16 ნოემბერს, 13:00 საათზე, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა ჩატარდება.საკონფერენციო დარბაზი 16 ნოემბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას გამართავენ, მოთხოვნით – შეწყდეს ბიზნესის ტერორი. 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია, პატიმრების საკითხზე ბრიფინგს გამართავს.მის: გამრეკელის ქ. #19, V სართული 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, გაზეთი “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში სტუმრად იქნება გუგული მაღრაძე, რომელიც პრესისთვის განცხადებას გააკეთებს. 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. 16 ნოემბერს, 14:00 საათზე, გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას 110 წლისთავთან დაკავშირებით, მეცნიერებათა აკადემიაში საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.მის: რუსთაველის გამზ. #52 16 ნოემბერს, 14.00 საათზე, ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრი”" 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების შემცირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.მის: კანდელაკის ქ. #55ტელ 39-69-78 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში `რა? სად? როდის?~ გაიმართება.სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში”" ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი კონფერენციას გამართავს.თემა: ~ეკონომიკის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”". 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, ჯგუფი ,,ფრანი~ კონცერტს გამართავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts