Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სკოლებში "დარღვევების აღმოსაჩენად" გენინსპექციას ვადა კვირის ბოლომდე აქვს


Recommended Posts

,,რაღაც დარღვევა როგორ არ იქნებაო, გვითხრეს გენინსპექციის წარმომადგენლებმა’’, - ამბობს 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე. "დარღვევების აღმოსაჩენად" განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ვადა ამ კვირის ბოლომდე აქვთ.

 

განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები #149 სკოლაში შესამოწმებლად 12 ნოემბერს შევიდნენ. იმავე დღიდან გენინსპექცია #148 სკოლასაც ამოწმებს, რომელსაც 149–ე სკოლის დირექტორის მეუღლე ვალერიან გიორგაძე ხელმძღვანელობს.

 

გიორგაძეები ამბობენ, რომ გენინსპექცია მათგან ყველანაირ მასალას ითხოვს: ფინანსურს, სასწავლოს, შინაგანაწესს, ოქმებს, - სამუშაოდ მათ ცალკე ოთახი აქვთ გამოყოფილი.

 

149–ე სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაია გიორგაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ იმ დილით სკოლის მანდატურმა 149-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს უთხრა, რომ მაია გიორგაძე აღარ არის სკოლის დირექტორი და მოითხოვა სამეურვეო საბჭოს შეკრება. გიორგაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს შეკრებისათვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მისი განმარტებით, საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს, თუ განათლების სამინისტრო მიმართავს რაიმე დოკუმენტით ან თავად დირექტორი დაწერს განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ დროისათვის კი არც სამინისტროს მიუმართავს რაიმე დოკუმენტით და არც მაია გიორგაძეს მოუწერია ხელი განცხადებაზე თანამდებობის დატოვების შესახებ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...