planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სორენ იესენ–პეტერსენი, დენიელ სერუერი ნატო, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მორიგი სამიტებისთვის ემზადებიან, მაგრამ ბალკენეთმა ეს ზეიმი შეიძლება გააფუჭოს. ამ რეგიონში მშვიდობის განმტკიცების პროცესში აშკარა წარმატებები შეიმჩნევა. ესენია, ბოსნიაში ომის დასრულება, მილოშევიჩის კრახი და სერბიის დემოკრატიზაცია, ასევე ხორვატიის დაგეგმილი გაწევრიანება ევროკავშირში. თუმცა ბალკანეთში მარცხის შესაძლებლობა ჯერ–ჯერობით ძალაშია, რაც აშფოთებს როგორც ევროპელებს, ასევე ამერიკელებს. ამ რეგიონში სამი პრობლემა რჩება. შენარჩუნებულია ეთნიკური დაძაბულობა (დღეს უკვე ძალადობის გარეშე) ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში; დაურეგულირებელია ურთიერთობა სერბეთს და კოსოვოს შორის; მაკედონიას კი არ შეუძლია არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანება საბერძნეთთან სახელზე დავის გამო (ათენი აცხადებს, რომ ასე მხოლოდ საბერძნეთის რეგიონს შეიძლება ერქვას). ბოსნიის პრობლემები მის კონსტიტუციაშია, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს 15 წლის წინ დეიტონის სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავს მოახვიეს. ამის გამო სახელმწიფო ბოსნია და ჰერცოგოვინა უმოქმედოა და არ აქვს უუნარი შეასრულოს ყველა ის პირობა, რასაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს. ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოსპობისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები, ხოლო მთავრობას სარაევოში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გამართვის უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს. ასეთი შესწორებების შეტანის მცდელობა მარცხით დასრულდა. ახლა ბრიუსელმა და ვაშინგტონმა მკაფიო კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა განსაზღვროს, რომლებიც სარაევომ ევროკავშირში გაწევრიანებამდელ და გაწევრიანების პროცესში უნდა შეასრულოს. ახლახანს ბოსნიაში ჩატარებული არჩევნები რეფორმების რეალიზაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ხოლო სერბეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა უნდა განისაზღვროს მისი მზადყოფნით, მოითხოვოს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის მიზნით ბოსნიელმა სერბებმა ამ ქვეყნის მუსულმანებთან და ხორვატებთან ითანამშრომლონ, რაც მისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას შექმნის. რაც შეეხება კოსოვოს, გაეროს გენერალურმა ასამბლეის ოქტომბრის რეკომენდაციით, ევროკავშირის და აშშ–ს შუამავლობით ბელგრადმა და პრიშტინამ პრაქტიკულ საკითხებზე (ვაჭრობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, საზღვრების აღჭურვა, უგზოუკვლოდ დაკარგულები, დევნილების დაბრუნება) მოლაპარაკებები უნდა გამართონ. ეს კარგი და ძალიან დროული იდეაა, მაგრამ ბელგრადი შეეცდება ამ მოლაპარაკებების გამოყენებას კოსოვოს საზღვრების „კორექტირებისთვის“, რაც სერბეთს კოსოვოს ჩრდილოეთში სერბული დასახლებების საკუთარ შემადგენლობაში ჩართვის საშუალებას მისცემდა. საზღვრის ხაზის ასეთი გადაადგილება ეთნიკური წინააღმდეგობების დაძლევის მიზნით, სახიფათია, რადგან ის მთელ რიგ სასაზღვრო პრობლემებს და საკითხებს წარმოშობს მთელ ბალკანეთზე. პირველ რიგში, ასეთი პრობლემები მაკედონიასა და ბოსნიაში გაჩნდება, ასევე ალბანელებით დასახლებულ სამხრეთ სერბეთსა და ჩერნოგორიაში. სერბეთმა და კოსოვომ კონკრეტული ამოცანები უნდა გადაწყვიტონ, ჩამოაყალიბონ კეთილმეზობლური ურთიერთობები და კავშირები მთელ რიგ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორც ამას ევროკავშირში გაწევრიანების წესები მოითხოვს. სკოპიეს მთავრობა სერიოზულ ბრძოლას აწარმოებს ათენთან, რომელიც ამტკიცებს, რომ „მაკედონიას“ სხვა სახელი უნდა დაარქვან, რომ ის უნდა განსხვავდებოდეს იმ რეგიონის სახელწოდებისაგნ, რომელსაც ბერძნები გამორჩეულად თავის საკუთრებად მიიჩნევენ. ამ საკითხის დარეგულირების გარეშე მაკედონიას ნატოს მისაღებში ყოფნა დიდხანს მოუწევს და ალიანსში ვერ გაწევრიანდება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მოემზადა. მას ევროკავშირში გაწევრიანების ვერანაირი სერიოზული პერსპექტივა ვერ ექნება, თუმცა სწორედ ეს პერსპექტივა აკავებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს იმისგან, რომ ომები არ წამოიწყონ. ბრიუსელმა და ვაშინგტონმა უნდა გახსნან ეს კვანძი, რომელიც მაკედონიის მიერ ოცი წლის წინ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სულ უფრო და უფრო იხლართება. ათენმა ბრიუსელს ბრაწი არ უნდა უჩვენოს იმ დროს, როდესაც საბერძნეთს ევროკავშირის დახმარება უკიდურესად სჭირდება. რაც შეეხება ნატოს წევრობას, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა საბერძნეთს 1995 წლის შეთანხმების პირობების შესრულება უნდა მოსთხოვოს ანუ დაითანხმოს ის სკოპიეს არსებობაზე ევფემისტური და მოძველებული სახელწოდებით „იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია“. თუკი სკოპიე დათანხმდება ამ სახელწოდებას რაიმე დამატებითი გეოგრაფიული განსაზღვრებით, მაშინ ევროკავშირმა მაკედონიას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების თარიღი უნდა დაუნიშნოს. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ სტაბილიზაციას, ასევე სკოპიეს და ათენის შეთანხმებისთვის სერიოზულ სტიმულს შექმნის. ბაკლანეთში მშვიდობის შენება ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად მჭიდრო თანამშრომლობისა ევროკავშირთან და აშშ–სთან. ზეიმის საფუძველი ჩვენ მხოლოდ გაგვიჩნდება, როდესაც ევროკავშირში გარდაუვალი გაწევრიანების გზას რეგიონის ყველა ქვეყანა დაადგება. ამას ხუთ წელიწადზე მეტი არ დასჭირდება. ამ დრომდე კი საჭიროა ხელი შევუწყოთ ბალკანეთის სწორი მიმართულებით სვლას და თვალი მივადევნოთ იმას, რომ ბოსნია, კოსოვო და მაკედონია მატარებლის მიღმა არ დარჩნენ. დანიელი სორენ იესენ–პეტერსენი და ამერიკელი დენიელ სერუერი – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლექტორები არიან. ისინი ბალკანეთის საკითხებზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts