planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/badc26b8f61531819d3607fe4dde2d38-150x141.jpgსაქსტატს შვედეთის სტატისტიკის 7 კაციანი დელეგაცია ეწვია. მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს სტატსამსახურისა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის დაწყებაა. სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო და 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს დაეხმარებიან ინსტიტუციურ განვითარებაში, სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ისეთი მნიშვნელოვანი კვლევების ხარისხის გაუმჯობესებაში, როგორიცაა ეროვნული ანგარიშები (მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტი) და ფასების სტატისტიკა (ინფლაცია). მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვა სტატისტიკური გამოკვლევების მიმართულებითაც. შვედეთის სტატისტიკის სამუშაო ვიზიტი და შემდგომი თანამშრომლობის პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts