Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დიაბეტიან ბავშვთა მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის 650 ათასი ლარია გამოყოფილი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/urushadze4-150x150.jpgსაქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ალექსანდრე ურუშაძე დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს კობა ამირხანაშვილს და დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე დიაბეტიან ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

 

ალექსანდრე ურუშაძის განცხადებით ბიუჯეტში შესულია პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებულთათვის საჭირო სერვისების სრულ დაფინენსებას.

 

,, არცერთ ოჯახს, არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. დაფინანსება გაგრძელდება და ყველა ოჯახი ამ სერვის ისევ მიიღებს. პროგრამისთვის გამოყოფილია 650 ათასი ლარი, რომელიც 600-ზე მეტ ადამიანზე გადანაწილდება” – განაცხადა ურუშაძემ.

 

მისივე თქმით, ვაუჩერულ სისტემას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა დაფინანსების მოდელის შეცვლა შესაძლებელია ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული უკეთესი მოდელის საფუძველზე.

 

,,კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთობამ შესაძლებელი გახადა უკეთესი სერვისები მიწოდებოდა საზოგადოებას.”-აცხადებს იგი და ასოციაციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...