planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/nagavsayreli2-150x150.jpgსოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე 83 ჰექტარზე განთავსებული თბილისის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა დასრულებულია. ახალ ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამუშავება და მისი დახარისხება თანამედროვე ტექნოლოგიით მოხდება. ტერიტორიაზე აშენდა სამეურნეო და საოფისე შენობები. დამონტაჟდა ავტომობილების ასაწონი სასწორები, სათვალთვალო ვიდეოკამერები ახალი პოლიგონის მშენებლობაზე დასაქმდა 500-მდე ადამიანი. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მუდმივად ჩატარდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი, რათა მოსახლეობას ეკოლოგიური საფრთხე არ შეექმნას. პარალელურად მიმდინარეობს გლდანისა და იაღლუჯის ნაგავსაყრელის კონსერვაცია, რაც ექვსი თვე გაგრძელდება. დღეს თბილისის მერმა გიგი უგუ;ლავამ პოლიგონი დაათვალიერა და თანამედროვე ტექნიკასაც გაეცნო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts