planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/kalmaxelidze4-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა. ხათუნა კალმახელიძემ, ინტერაქტიულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე, სამინისტროში ყველა მიმართულებით მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესება, ოჯახებთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გრძელვადიანი და ვიდეოპაემნების დანერგვა, პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმა, მსჯავრდებულთა დასაქმება და რესოციალიზაცია. მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობას ასევე გააცნო უფასო იურიდიული დახმარების პირობები და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები აუცილებლად გამოიყენებენ მაღალკვალიფიციურ ადვოკატებს და უფასო იურიდიულ დახმარებას სოციალურად დაუცველი უფრო მეტი ადამიანი მიიღებს. შეხვედრაზე ბოლნისის მოსახლეობას სხვადასხვა სამართლებრივი თემის შესახებ ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე შედგენილი ბუკლეტებიც დაურიგდათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts