planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 საჯარო სკოლებისთვის ახალი პროექტი ,,კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ ამოქმედდა. დღეს, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე და კომპანიების წარმომადგენლები 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამართლებრივ საკითხებზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. პროექტის „კანონი ჩვენს ცხოვრებაში“ განხორციელება თბილისის საჯარო სკოლებში ეტაპობრივად მოხდება და მასში მონაწილეობას საშუალო საფეხურის მოსწავლეები მიიღებენ. პროექტი უზრუნველყოფს სკოლის ასაკის ბავშვებისათვის სამართლებრივი ცოდნის საფუძვლის შექმნას. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროქტის მიზანს წარმოადგენს ძლიერი, აქტიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, პროექტის განხორციელების ადგილად შეირჩა საჯარო სკოლები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts