planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/telavi1-150x150.jpgხვალ, თელავში ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მშენებლობის დაწყებას კახეთის გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაესწრება. ტურისტულ კომპლექსში 25 თანამედროვე ტიპის კოტეჯისა და ვიპ-კოტეჯის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტი ასევე ითვალისწინებს რესტორნის, ავტოსადგომის, აუზისა და ესტრადის მშენებლობას. დამსვენებლებისათვის სპეციალურად მოეწყობა გადასახედები და ფანჩატური, საიდანაც თელავის ხედების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. ტურისტებისა და დაინტერესებული პირებისათვის მოეწყობა ორდღიანი საცხენოსნო ტურები ცივის მთაზე, სადაც დამსვენებელი ღამის გათევასა და ქართული კერძების დაგემოვნებას შეძლებს. კომპლექსი ათ ჰექტარზე იქნება განთავსებული. ობიექტი ას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება მილიონი ლარია. ტურისტული კომპლექსის მშენებლობაზე 60 ადგილობრივი დასაქმდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts