Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება)

 

აპენდიციტი საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანი დაავადება. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლედში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს. არჩევენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს. მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს ადგილი. მწვავე აპენდიციტის ყველა შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - მისი მოკვეთა. რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ოპერაციას, მით უფრო უხიფათოა იგი და ავადმყოფს აცილებს უმძიმეს გართულებებს, რომლებიც ხშირად საბედიწერო ხდება. მწვავე აპენდიცეტის გართულების მთავარი მიზეზია ექიმთან დაგვიანებული მისვლა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ტკივილს მუცელში, გულისრევასა და ღებინებას (განსაკუთრებით ბავშვობაში) ხსნიან სხვა რაიმე მიზეზით. ერთ შეცდომას ხშირად უფრო სახიფათო შეცდომა მოსდევს, კერძოდ ის, რომ ხშირად კუჭის გაწმენდის მიზნით ხმარობენ საფაღარათოს ან ავადმყოფს უკეთებენ ოყნას, რაც ყოვლად დაუშვებელია. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მუცელში მწვავე ტკივილი უფრო ხშირად მწვავე აპენდიციტთან არის დაკავშირებული და სასწრაფოდ უნდა გამოვუძახოთ ექიმს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის ხმარება, რაც ნიღბავს დაავადების ნიშნებს და შეცდომის მიზეზი ხდება. ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ყრუ ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში, ყოველთვის შესაძლებელია გადაიზარდოს მწვავე აპენდიციტში, ამიტომაც საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დროული ოპერაციული მკურნალობა.

 

ხალხური მედიცინა ქრონიკული აპენდიციტის დროს!

 

* სვამენ მაყვლის ფოთლების ჩაის.

 

* ხარშავენ რძეში კვლიავს, წურავენ და ღებულობენ ცხელი სახით ყოველ საათში.

 

* სვამენ სტაფილოსა (2 ნაწ.) და ისპანახის (1 ნაწ.) ცოცხალი წვენების ნარევს თითო ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. წვენი გამოწურვისთანავე უნდა დაილიოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...

აპენდიციტის ოპერაცია გავიკეთე 4 წლის წინ, უნარკოზოდ, გმირი ვარ, და ერთი პაწუკა ძაფი ეხლაც კი მაქ

 

:blush:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

არ შეგვჭაამა კაცოოო

 

 

ჩვენ ვერა და

 

აი ჩვენი შვილთაშვილთაშვილთაშვილები ხო მოესწრებიან იმ ბედნიერებას

 

რასაც მაგის გარეშე დაბადება ქვია

 

იიფ რა იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...
ნარკოზიდან დზლივს გამოვედი, კოშმარ კოშმააააარ :husein: :crazy: :D და მერე მგონი ლომკაშიც ვიყავი... :ux: ჰჯდფბკუყდკფჰკდუყფკუკფკე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
აპენდიციტის ოპერაცია გავიკეთე 4 წლის წინ, უნარკოზოდ, გმირი ვარ, და ერთი პაწუკა ძაფი ეხლაც კი მაქ

 

:user:

me kide magrad mawuxebs daa ar viketeb operacias..meshinia magraaaaadd :yes:((

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
ხალხური მედიცინა ქრონიკული აპენდიციტის დროს!

 

* სვამენ მაყვლის ფოთლების ჩაის.

 

* ხარშავენ რძეში კვლიავს, წურავენ და ღებულობენ ცხელი სახით ყოველ საათში.

 

* სვამენ სტაფილოსა (2 ნაწ.) და ისპანახის (1 ნაწ.) ცოცხალი წვენების ნარევს თითო ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. წვენი გამოწურვისთანავე უნდა დაილიოს.

 

ბოდიშს ვიხდი და სისულელეა

არ არსებობს მწვავე აპენდიციტის კონსერვატული მკურნალობა

ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა რომელიც საკმაოდ მარტივია და აუცილებელი

 

კონსერვატული მკურნალობის შედეგია აპენდიქსის პერფორაცია და ჩირქოვანი პერიტონიტი

არავის გირჩევთ სხვადასხვა წამლებით მკურნალობას

მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული მეთოდით

ქირურგი არ ვარ მარა რაც ამოსაჭრელია ამოსაჭრელია !

ვერ გაექცევი ფაქტებს :)

 

გერმანიაში ერთი პერიოდი დაბადებისთანავე უკეთებდნენ ბავშვებს აპენდექტომიას

თუმცა მერე უარყვეს ეგ პრაქტიკა

იდეაში K ვიტამინის წარმოებაში მონაწილებს და მაინც საჭიროა

ფაქტიურად ეგ არის რუდიმენტი რომელცი შემორჩა ბალახისმჭმალეი ცხოველებისგან

ძროხას მაგალითად მეტრა ნახევარი სიგრძის აპენდიციტი აქვს იმიტომ რომ დიდ როლს თამაშობს მცენარეული საკვების გადამუშავებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

utilizatori

ბოდიშს ვიხდი და სისულელეა

არ არსებობს მწვავე აპენდიციტის კონსერვატული მკურნალობა

ქრონიკულზეა მანდ ლაპარაკი... იასნია რომ მწვავეს მაკრატელი შველის მარტო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

utilizatori

 

ქრონიკულზეა მანდ ლაპარაკი... იასნია რომ მწვავეს მაკრატელი შველის მარტო.

 

საერთოდ ქრონიკული აპენდიციტი ძალიან საეჭვო დიაგნოზია

http://findarticles.com/p/articles/mi_m068...ag=content;col1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ერთხელ ამტკივდა ამოვიჭერი და

ძროხას მაგალითად მეტრა ნახევარი სიგრძის აპენდიციტი აქვს იმიტომ რომ დიდ როლს თამაშობს მცენარეული საკვების გადამუშავებაში

ისე ამ ორგანიზმს რაიმე მისია აქვს ჩვენ სხეულში? თუ ზედმეტობაა მხოლოდამხოლოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ერთხელ ამტკივდა ამოვიჭერი და

ისე ამ ორგანიზმს რაიმე მისია აქვს ჩვენ სხეულში? თუ ზედმეტობაა მხოლოდამხოლოდ?

 

ითვლება რომ აპენდიქსში ხდება K ვიტამინის წარმოება

თუმცა მე რაც ვნახე ახალი ცნობებით არაფერი არ არის დამტკიცებული

და საერთოდ არანაირი დარღვევა არ ვითარდება იმუნური ან კუჭნაწლავის სისტემაში მაგის ამოჭრის მერე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ არანაირი დარღვევა არ ვითარდება იმუნური ან კუჭნაწლავის სისტემაში მაგის ამოჭრის მერე

ანუ ევოლუციის ერთგვარი შეცდომაა :D როგორც ვხდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ევოლუციის ერთგვარი შეცდომაა :D როგორც ვხდები

 

შეცდომა არა რუდიმენტი ქვია მაგას :D

შემორჩა წინაპრებისგან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
უაპენდიციტოდ თავს კარგად ვგრძნობ უკვე 2 წელია :D შეტევები რომ აღარ მაქვს დავისვენე..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...