Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “შემიძლია ყველგან ვითამაშო”


Recommended Posts

http://i056.radikal.ru/1009/92/e7ac382f55b7.jpg

 

ლივერპულის ახალგზრდა მცველმა, მარტინ კელიმ უკვე დაცვის ყველა ფლანგზე  მოსინჯა ძალები…

 

წითლების 34-ე ნომერი მიმდინარე სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე  დამკვიდრდა, თუმცა ჰოჯსონის მოსვლამდე იგი ცენტრალურ მცველად ითვლებოდა და ევროლიგაზე მარცხენა ფლანგზეც კი აქვს ნათამაშები.

 

“ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული რომელი პოზიციაა ჩემთვის იდეალური” – განაცხადა მარტინმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში – “ინგლისის 21 წლამდე ნაკრებში მე ცენტრალურ მცველად ვთამაშობ, ლივერპულში კი მარჯვენა ფლანგზე მიწევს დადგომა და ახლა ადაპტაციის პროცესში ვარ…”

 

“მნიშვნელობა არ აქვს სად მიწევს თამაში, მთავარია რომ ყოველ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯო.”

 

კელი ინგლისის იმ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში იყო, რომელიც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან წარმატებით გავიდა და ახლა იმედოვნებს რომ მას კვლავ გამოიძახებენ ივნისში და ევრო ტურნირის ფინალურ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებს.

 

“ნამდვილად შესანიშნავი ზაფხული გველის. ინგლისს არაჩვეულებრივი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს და იმედი მაქვს მეც ამ გუნდის შემადგენლობაში ვიქნები. ხვალ გერმანიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და აუცილებლად ვეცდები მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო…” - განაცხადა კელიმ

 

“ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის ფანტასტიური გამოცდილება იქნება. სტიუარტ პირსის (მწვრთნელი) გუნდში ყოფნის დროსაც კი ძალიან ბევრს ვსწავლობ. ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ სანაკრებო შეკრებებზე და ახლაც უკვე ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ევროტურნირი.”

 

პ.ს. ხვალ 21:00 საათზე გაიმართება ინგლისი – გერმანიის 21 წლამდე ნაკრებთა ამხანაგური მატჩი სადაც სავარაუდოდ მარტინ კელი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ამ მატჩის ნახვა კი ძალიან ადვილია. უბრალოდ დარეგისტრირდით საიტზე www.TheFA.com, რომელიც ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდია და პირდაპირ ეთერში უყურეთ მატჩს საიტზევე…

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...