planetanews Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/11/14/1289762670438/roy-hodgson-web-006.jpg როი ჰოჯსონის აზრით სტოკთან დამარცხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ, რადგან ჯერ ყველაფერი წინაა… 5 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ (ამას რომ ავღნიშნავთ ესეც უკვე სასირცხვილოა- ავტ.) ლივერპულმა სტოკ სიტისთან 2 უპასუხო გოლი გაუშვა და სეზონში უკვე მეხუთედ დამარცხდა, თუმცა წითლების მთავარი მწვრთნელის განცხადებით დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია… “მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს რის გამოც შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს იმაში რისთვისაც ვიბრძვით ან იმაში შეგვილია თუ არა ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევა” – განაცხადა როიმ – “ეს დამარცხება რეალურად უნდა აღვიქვათ. ასეთი შედეგი კარგი მატჩების შემდეგ ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ ეს ბუნებრივია რეაქციაა…” “ჩვენ ახლა მხოლოდ 2-3 თამაშზე ვსაუბრობთ და მე ყოველთვის მიძნელდება ახსნა, თუ რატომაა რომ როცა თამაშს იგებ, მაშინ ყველაფერი კარგადაა და როცა აგებ, ყველაფერი ერთბაშად უარყოფითი ხდება.” “ჩვენ 38-55 მატჩი გვექნება ამ სეზონში და მე მხოლოდ ამ პერიოდის შეჯამება შემეძლება მომავალში, თითოეულ მატჩის შემდეგ კი ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩელსისთან მოგებით ზედმეტი თავდაჯერებულობა არ შემიძენია და ასევე დამარცხების შემდეგაც ერთადერთი რაც იზრდება, ჩვენი მონდომებაა რომ ყველაფერი გამოვასწოროთ…” “მალე ტრამვირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, თუმცა მეორეს მხრივ გუნდის ბირთვის ახლა სანაკრებო მატჩებზე მიემგზავრება. წარმატებისთვის კი რაც შეიძლება მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო. რეალისტები უნდა ვიყოთ და ვფიქრობ რომ ზედიზედ კარგად ჩატარებული მატჩების შემდეგ სტოკთან დამარცხება უკან, ისევ საშინელ სიტუაციაშე ვერ დაგვაბრუნებს…” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts