Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - შაშკინის გადადგომის მოთხოვნა


Recommended Posts

თავისუფალი აზრის სახლმა დღეს დიმიტრი შაშკინის გადაყენების მოთხოვნით, პრესკონფერენცია გამართა.

 

დასახელდა ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადადგეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან.

 

განათლების რეფორმის კრახი, მანდატურების ინსტიტუტის შემოღება, დირექტორებისა და მშობლების ინტენსიური დაშინების პოლიტიკა, მოსწავლეთა საპროტესტო აქციები და ასევე თავად შაშკინის პერსონა, რომელიც „ვერ აღმოჩნდა წარმატებული მენეჯერი“,– ეს ის ხუთი მიზეზია, რის გამოც თავისუფალი აზრის სახლი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადადგომას ითხოვს.

 

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

 

„დაუყოვნებლივ დაიწყოს კამპანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით“.

 

ნეტგაზეთთან საუბარში ბაკურ ბაკურაძე, თავისუფალი აზრის სახლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გამართავენ.

 

„ალბათ, 3–4 დღეში გამოვაცხადებთ, რა გზით ვაიძულებთ პრეზიდენტს გადააყენოს შაშკინი“,– ამბობს ბაკურაძე.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...