Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მინიმუმ 162 ჰა ტყის მასივი განადგურდა ოთხდღიანი ხანძრის შედეგად საქართველოში.

 

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროს ინფორმაციით,კახეთში, ახმეტის და საგარეჯოს რაიონებში ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია, ფართობი დაუზუსტებელია.

 

თელავის რაიონში, ლოპოტას მთის მიმდებარედ ხანძარმა 25 ჰა მოიცვა.

 

ბაღდათში დამწვარია 17 ჰექტარამდე შერეული ტყის მასივი.

სნოს ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებულია დაახლოებით 80 ჰექტარი საძოვარი.

 

„ხანძარი სნოს ხეობიდან ქოსელის და კარკუჩას ხეობაში გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად ცდილობენ“,–აცხადებს სამინსიტრო.

თიანეთის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი საფრთხეს დუშეთის საზღვარზე მდებარე ტყეებსაც უქმნიდა. ცხვარიჭამიაში ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 10 ჰა ტყის მასივი. დამწვარია თბილისის ეროვნული პარკის 30 ჰექტარი ფართობი.

 

ქრობის სამუშაოებში, გარემოს დაცვის სამინსტროსთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან, რეგიონულ სამაშველო ძალებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ავიაციაც არის ჩართული.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...