Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სკუადრას აკვილანი უბრუნდება


Recommended Posts

http://a.pix.ge/r/gb3rt.jpg

 

იტალიური მედია ამტკიცებს, რომ როცა კვირას “სკუადრა აძურას” თავკაცი ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს, სიაში 26 წლის ალბერტო აკვილანიც იქნება.

წლეულს “იუვენტუსში” თუკი ვინმე თამაშობს კარგად, ერთ-ერთი პირველი აკვილანია, რომელიც ბოლო წლებში გატანჯეს ტრავმებმა. ეს კი პრანდელისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

 

“კორიერე დელო სპორტმა” იმ ნახევარმცველთა სია ჩამოწერა, რომელთაც 23-კაციან გუნდში ვიხილავთ: აკვილანისთან ერთად სიაში არიან: ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, კლაუდიო მარკიზიო, ანგელო პალომბო და სტეფანო მაური.

 

კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე კი ოთხი კაცი აცხადებს პრეტენზიას: კრისტიან ლედესმა, ანდრეა ლაძარი, სიმონე პეპე და ანტონიო ნოჩერინო. პრანდელი კი სიას მორიგი ტურის შემდეგ გაგვაცნობს.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...