planetanews Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif მაიკლ ჩეჩირე საგარეო პოლიტიკის სპეციალისტთა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ერთ კვირაში, ლისაბონში დაგეგმილი ნატოს სამიტი, შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტად იქცეს და ბლოკი საფუძვლიანი გეოპოლიტიკური რეორგანიზაციის გზას დაადგეს. საეჭვოა ნატოს მთავარი მიზანი შეიცვალოს. ალიანსის ძირითადი ვალდებულება როგორც ყოველთვის კოლექტიური თავდაცვა იქნება, როგორც ეს მისი წესდების მე–5 მუხლშია მითითებული. მაგრამ ოპერატიული თვალსაზრისით, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც როგორც ჩანს ამ სამიტზე აუცილებლად დაამტკიცებენ, ნატოს ძირითად ყურადღებას ტრადიციული საფრთხეებიდან, უფრო თანამედროვე გამოწვევებისკენ მიმართავს, ისეთებისკენ, როგორებიცაა მაგალითად ტერორიზმი, გარიყული ქვეყნები, კიბერნეტიკული ომი და ასე შემდეგ. მოკლედ, მომავალში ჩვენ ავღანეთთან ახლოს პირატებთან ბრძოლის მიზნით საპატრულო ოპერაციები გველის და არა ავღანური ტიპის ომები, რომ აღარაფერი ვთქვათ სუფთა ტერიტორიულ თავდაცვაზე. აშშ–ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მომუშავე „ექსპერტების ჯგუფს“ ხელმძღვანელობდა, იმასაც მიაღწია, რომ ნატომ მეტი ყურადღება დაუთმოს საერთაშორისო თანამშრომლობას. ანტიპირატულ ოპერაციებში ჩინეთისა და ინდოეთის საზღვაო–საჰაერო ძალებთან თანამშრომლობა, ნატოს ახალი ორიენტირების მაგალითია. შესაბამისად, ახალი სტრატეგიული კონცეფცია ასევე ითვალისწინებს წევრი–ქვეყნების შეიარაღებულ ძალთა სპეციალიზაციის გაძლიერებას და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გაფართოვებას. „აშშ–ს ახალი ეტაპობრივი და ადაპტაციური მიდგომა ანტისარაკეტო თავდაცვის მიმართ, ნატოს ერთიანი ეფექტური სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მოსახლეობის დაცვას“, – ნათქვამია ახალ კონცეფციაში, „[ამერიკული სისტემები] რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, ის არ ემუქრება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებს… და რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში კონკრეტული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს იმედი, რომ ლისაბონის სამიტზე საფუძველი ჩაეყრება ნატო–მოსკოვის ურთიერთობების გადატვირთვას, რომლის ფარგლებშიც რუსეთს, 2008 წელს, საერთაშორისო ნორმების დარღვევას აპატიებენ, ასევე მიიწვევენ ნატოს ზოგიერთ პაროგრამაში, ისეთში, როგორიცაა მაგალითად ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. თანამშრომლობის სასარგებლო არგუმენტები საკმაოდ გონივრულია. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის პროგრამაში რუსეთის ჩართვით, ალიანსი გააქარწ####ბს იმ წარმოდგენებს, რომ ეს სისტემა რუსეთის ბირთვული შეკავების ძალთა შესუსტებისთვისაა განკუთვნილი. და ეს მოსკოვთან ურთიერთიერთობების მოწესრიგებისთვის უფრო მასშტაბური ქმედებების მხოლოდ დასაწყისია. თანამშრომლობა ისეთ სფეროებშიც განხორციელდება, როგორებიცაა ინფორმაციის გაცვლა, ტექნოლოგიების გაფართოვებული გადაცემა, ასევე შეიარაღებული ძალების უფრო აქტიური თანამშრომლობა. 2008 წელს გაყინული ურთიერთობები არამხოლოდ აღდგენის პროცესშია, არამედ აქტიურად ვითარდება რუსეთის სასარგებლოდ, რომელმაც ჯერ–ჯერობით კვლავ ვერ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში აღებული საკუთარი ვალდებულებები. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, რუსეთმა მეტ–ნაკლებად მოახერხა საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული სტრატეგიული შეხედულებების და წარმოდგენების სისტემის გაერთიანება უსაფრთხოების ევროატლანტიკურ არქიტექტურასთან. უკვე დიდი ხანია, რაც სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიზანი. და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობამ უარყო მისი ძველი, უფრო რადიკალური შეხედულებები, ალიანსთან ურთიერთობების ეს ახალი სქემა რუსეთს თითქმის იგივე უპირატესობებს აძლევს და ამავდროულად საფრთხეს არ უქმნის ნატოს, როგორც ერთიან ორგანიზაციას. ნატო და დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობა უკვე დიდი ხანია რუსეთთან მორიგებაზე ფიქრობს, თუმცა ამჯერად მათ მიაჩნიათ, რომ დღეს წარსულის დავიწყებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. მიუხედავად ამერიკელი ოპონენტებისა და ზოგიერთი უცხოელი მოკავშირეების ცოტახნისწინანდელი კრიტიკული დამოკიდებულებისა აშშ–ს „გადატვირთვის“ პოლიტიკის მიმართ, დღეს ამერიკის საგარეოპოლიტიკურ ისტებლიშმენტში საერთო შეხედულება ჩამოყალიბდა იმის შესახებ, რომ გადატვირთვამ, მისი უიღბლო სიმბოლიზმის მიუხედავად, რეალურ შედეგებს მიაღწია. იმის წყალობით, რომ რუსეთი დღეს უფრო უფრო პოზიტიურად უყურებს ანტისარაკეტო ფარს, რომ მიღწეულია ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე და რაც ყველაზე მთავარია, იმის წყალობით, რომ მოსკოვმა უარი თქვა ირანისთვის თანამედროვე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების С-300–ის გადაცემაზე, დასავლეთის ლიდერები რუსეთს უფრო თბილად ეპყრობიან. ხოლო რუსეთის ბოლოდროინდელი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, ახალი შეთანხმებები მის ტერიტორიაზე ფრენების შესახებ, მოსკოვის თანხმობა ამერიკის სამხედრო–საჰაერო ბაზის მანასის შენარჩუნებაზე ყირგიზეთში (რომელიც ახლახანს ახალ რუსულ სატელიტად იქცა), ასევე მისი გადაწყვეტილება დააბრუნოს არმია ავღანეთში ინსტრუქტორებისა და მრჩევლების სახით, ნატოს არამხოლოდ გადატვირთვის პროცესის სერიოზულად აღქმას, არამედ მის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანას აიძულებს. რუსეთისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მეორე რამ. ეს ახალი შეთანხმებები იმას ნიშნავს, რომ დასავლეთსა და მოდერნიზაციის პროცესში მყოფ რუსეთს შორის ამ ახალმა დაახლოებამ შეიძლება დაანგრიოს ის წინააღმდეგობა, რომელსაც ის სულ რამდენიმე თვის წინ აწყდებოდა შეიარაღების დასავლური სისტემების (როგორიცაა ფრანგული ხომალდი „მისტრალი“, რომელიც როგორც ჩანს გაიმარჯვებს რუსულ ტენდერში) შეძენის საკითხში. ამავდროულად, ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხიც დიდი ხნით (ესეც საუკეთესო შემთხვევაში) გადაიდო, და დღეს ის რუსეთი–ნატოს ურთიერთობების განვითარებისთვის დაბრკოლება აღარ არის. და მაინც, მემარცხენე–ცენტრისტული ამერიკული ჟურნალის The New Republic–ის მწერალი რედაქტორი ჯეიმს კირჩიკი Foreign Policy–ში წერს, რომ მიუხედავად ახალი რუსული თანამშრომლობის მოჩვენებითი მნიშვნელობისა, მოსკოვის რეალური დახმარება სინამდვილეში „არარაობაა“. „ცხადია, რომ მოსკოვი მის უმნიშვნელო დახმარებას ავღანეთში საქართველოში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებს – ქვეყანაში, რომელმაც დასავლეთისკენ ორიენტაცია და ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია თავის პრიორიტეტულ მიზნად დაისახა“, – აღნიშნავს კირჩიკი და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსკოვის უფრო აქტიური მონაწილეობა ალიანსის საქმეებში მხოლოდ შეარყევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და დასავლეთის ინტერესებს. „ნატო–რუსეთის შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის დეკემბერში რასმუსენს გადასცა, რუსები მოითხოვენ, რომ ალიანსმა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში (რუსეთის ეგრედწოდებულ „პრივილეგირებული ინტერესების სფეროში“) განთავსებული არმიების რიცხოვნება სამი ათასით შეზღუდოს, და რომ ამ ქვეყნებში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა 24–ს არ აჭარბებდეს, ხოლო მათი იქ ყოფნის ვადა წელიწადში 42 დღით განისაზღვროს“. ასეთ მოთხოვნას ის „გაუგონარ“ თავხედობას და საკუთარი პირობების კარნახის მცდელობას უწოდებს. ასეა თუ ისე, აბსოლუტურად ცხადია, რომ მომდევნო თვეებში რუსეთის და ნატოს ურთიერთობები ახალ სიმაღლეებს მიაღწევს, რაც გამორიცხავს დიპლომატიურ კატასტროფებს და მათ პრევენციას მოახდენს. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ პირობებში საქართველომ, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიისწრაფვის და რომლის განაცხადიც, როგორც ჩანს გაურკვეველი დროით თაროზე შემოდეს. 2003 წელს ხელისუფლებაში მოსულმა საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარი მოდერნიზაციისა და საგარეო პოლიტიკის გარდაქმნის პროგრამის ცენტრალურ ელემენტად აქცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. და მისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა ის, რომ ეს მიზნები და მისწრაფებები სრულად ჩაიშალა იმ გეოპოლიტიკური ტენდენციების გამო, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება. თვალსაწიერ მომავალში, საეჭვოა ნატომ საქართველო საკუთარ რიგებში მიიღოს, რაც თბილისისთვის უდაოდ ცუდი ამბავია. მაგრამ კიდევ უარესი ის არის, რომ ნატო გეგმავს საქართველოს მტერი საკუთარი 21–ე საუკუნის სტრატეგიის ხერხემლად და საფუძვლად აქციოს. ცხადია, ასეთი სამწუხარო ამბები საქართველოს საგარეო პოლიტიკის კორექტირებას მოითხოვს. უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, თბილისი, როგორც ჩანს შეინარჩუნებს ნატოსკენ ორიენტაციას იმის იმედით, რომ რაიმე ხანგრძლივი დიპლომატიური სვლა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებაში დაეხმარება. ამავროულად, საკუთარ პრიოროტეტებში საქართველოს სულ უფრო მოუწევს ორმხრივ ურთიერთობებზე დაყრდნობა, პირველ რიგში აშშ–სთან, ასევე სხვა სულ უფრო გაძლიერებული და დამოუკიდებელი შეხედულებების მქონე სახელმწიფოებთან, როგორებციაა ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და თურქეთი. თურქეთს განსაკუთრებით აქვს საქართველოში წონისა და გავლენის გაზრდის შანსი, რადგან საქართველოს საგარეოპოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებულია შეეგუოს იმ უსიამოვნო აზრს, რომ დასავლეთის ინტერესები სადღაც სხვაგანაა კონცენტრირებული. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია და მოსკოვთანაც მტკიცე კავშირები აქვს, თუმცა ანკარას ამჟამინდელი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ თავად მისი პრიორიტეტებიც კი არა ევროატლანტიკურ ახირებებზე უსიტყვო თანხმობაა, არამედ თურქეთის გავლენის აღდგენა ბალკანეთზე, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. თბილისი, რომელიც გრძნობს, რომ მისი პოზიციები სულ უფრო მოწყვლადი ხდება, როოგრც ჩანს ანკარას პულუსისკენ გადაიხრება იმისთვის, რომ საერთაშორისო იზოლაციაში და ნატოზე უშედეგოდ მეოცნებეს როლში არ აღმოჩნდეს. აბსოლუტურად გაურკვეველია, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს დემოკრატიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა, ყველაზე ცოტა, მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა სათავე დაუდოს უფრო კონსტრუქციულ ქართულ პოლიტიკასა და დიპლომატიას იმ დროს, როდესაც ნატოს კარი მისთვის ფაქტობრივად დახურულია. თუმცა, უცნობია დაემთხვევა თუ არა ის დასავლურ ინტერესებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 გადაიკითხეთ , გირჩევთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.