Nukriko Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 პოლიტიკური აზრი თავისით არ ყალიბდება, მას აყალიბებს სხვადასხვა საშუალებით სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. ხალხი არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკურად დამოუკიდებლად იაზროვნოს, ეს ჩანს იმაში, რომ წინასაარჩევნო რეკლამები და სხვადასხვა საშვალებებით, შეიძლება არჩევნებზე გავლენა მოახდინო. ანუ საზოგადოებრივი აზრი, სინამდვილეში სულაც არ არის საზოგადოებრივი, ის არის საზოგადოებაზე თავს მოხვეული აზრი.მაშ რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ მანიპულირებული პოლიტიკოსთა მეირ? ვერც ვერაფერს ვერ იზამთ, რადგან ისე შეეჩვიეთ, რომ პოლიტიკოებმა უნდა გამოგიყენონ, თქვენ კი უნდა იწუწუნოთ, თუმცა რეალურად არაფერი უნდა გააკეთოთ და თქვენი ნიჰილიზმით სხვები დაავადოთ. რა თქმა უნდა თქვენ ნიჰილიზმზე სხვა წარმოდგენები გაქვთ, თქვენ გგონიათ რადგან ადამიანი არ ირჩევს არსებულ პოლიტიკოსებიდან ერთს მაინც, ის ნიჰილიზმშია ჩავარდნილი, მაგრამ სულ არ ფიქრობთ იმაზე, რომ როცა თქვენ თავს აყენებინებთ პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ იმდენად არათავისუფლები ხართ, რომ თქვენით დამოკიდებლად შექმნათ სამოქალაქო მოძრაობები ამით ყოველგვარ თავისუფალ ნების მქონე ადამიანს ნიჰილიზმში აგდებთ და ყოველგვარ იმედს უწურავთ, რადგან ის თქვენს შემხედვარე, საკუთარი თავის უძლურებას ხედავს.პოლიტიკა, პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია - ეს ყველაფერი არის ძალაუფლებისკენ მოპოვების სურვილი და ძალაუფლების მოპოვების ინსტრუმენტები. ანუ თქვენ გინდათ ძალაუფლება და ამიტომ მიჰყვებით პარტიას, ხოლო ძალაუფლება თუ გინდათ, თქვენ ავტომატურად კარგავთ თავისუფლებას. თქვენ წარმოგიდგებათ თვალწინ მშვენიერი ახალი ლიდერი, ახალი პარტია, რომელიც დაგიფასებთ თქვენ იმას, რომ მათ გვერძე იდექით, თანამდებობეს თუ არ მოგცემთ, ყოველშემთხვევაშ, რაღაცით მაინც უზრუნველყოფელი იქნებით. ეს ბუნებრივი ადამიანური მოთხოივნილებებია. მაგრამ ის უნდა აღიაროთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა უფრო კეთილშობილური და საბოლოო ჯამში, უფრო ეფექტური საშუალებაა, სისტემის ევოლუციისკენ. სამოქალაქო მოძრაობა არ იქმნება იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვოს, არამედ იმისთვის, რომ იმას ვისაც აქვს ეს ძალაუფლება, შეთანხმებულ თამაშის წესებით იმოქმედოს და არ მისცეს მას საშუალება ბოროტად გამოიყენოს თავის ძალაუფლება. უკვე დიდი ხანია ერთ წრეზე დავდივართ და მაინც ამ წრეზე სიარული არ გვბეზრდება, არც კი ვფიქრობთ იმას, რომ ამ წრეს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, არამედ ვაზროვნებთ მხოლოდ ემოციებით: „დღეს ესეთი ვითარეება და ესე უნდა ვქნათ“, „სხვა გზა არ არის“ და ა.შ რასაც საბოლოოდ მივყავართ იმედგაცრუებამდე და კიდე უფრო დიდ ნიჰილიზმამდე.ნიჰილიზმც რომ არ გვივარგა, ეს არის კიდე ერთი პრობლემა. შენ კარგი ადამიანო, თუ ნიჰილისტური განწყობა გაქვს, ესეგი უკეთესი მომავალი არ არის, ესეგი დასაკარგი არაფერი არ არის, ამიტომ ყველანაირ წესების დარღვევა შეიძლება, რადგან მომავალი ისედაც ცუდია და როგორი ცუდი იქნება ის, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ნიჰილიზსტები არ ვართ, იმიტომ, რომ ნამეტანი მხდალები ვართ ნიჰილიზმისთვის. ჩვენ ადამიანები აღარ ვართ, ჩვენ ვართ პაიკები, რომელსაც მართავენ და პაიკობას ისე მივეჩვიეთ, რომ სხვანაირად არ კი წარმოგვიდგენია ჩვენი თავი (ქვეცნობიერად). სხვა თუ პაიკი არ არის, მას ვაიძულებთ გახდეს ვინმეს პაიკი. თავიოსუფლება პაიკებს არ უყვართ, ამიტომაც ვექცევით არაპაიკებს, აგრესიულად, სასტიკად და ზიზღით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 ისე თუ დააკვირდებით... ეხლა სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურობს... ინფორმაციებსაც ესენი ავრელებენ... აქციების ჩატარებასაც ესენი ცდილობენ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 ისე თუ დააკვირდებით... ეხლა სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურობს... ინფორმაციებსაც ესენი ავრელებენ... აქციების ჩატარებასაც ესენი ცდილობენ... რომელ სამოქალაქო სექტორზეა საუბარი? სად გვყავს საერთოდ სამოქალაქო სექტორი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 Nukrikoრომელ სამოქალაქო სექტორზეა საუბარი? სად გვყავს საერთოდ სამოქალაქო სექტორი?მოქალაქეები თავისი ინიციატივით აქტიურდებიან,,, ვერ ხედავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted November 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 მოქალაქეები თავისი ინიციატივით აქტიურდებიან,,, ვერ ხედავ? სად აბა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 მოქალაქეები თავისი ინიციატივით აქტიურდებიან,,, ვერ ხედავ?ეს პოზიტივია, მაგრამ ნეგატივია რომ უძლურება შეგრძნობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2010 lasha_aloეს პოზიტივია, მაგრამ ნეგატივია რომ უძლურება შეგრძნობა.ხოდა მაგ შეგრძნების დროს რომ აქტიურბენ 100მაგად დასაფასებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.