Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ავტომფლობელთა აქცია: ”შეაჩერეთ დაბურული კანონი”


Recommended Posts

ავტომფლობელების საპროტესტო აქცია,რომელიც გუშინ ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე დაიწყო, მსვლელობით და ავტომობილზე გაკრული წარწერებით "შეაჩერეთ დაბურული კანონი" გაგრძელდა.

ასამდე მძღოლი,რომელიც აქციაზე შეიკრიბა,ქარხნულად დაბურულ მინებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამონაკლისის დაშვებას სთხოვდა.

მათი თქმით,ავტომობილების ნაწილს,რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით მოძრაობას, ქარხნულად დაბურული მინები აქვთ. მწარმოებლების ნაწილს კი ავტომობილისთვის დაუბურავი მინები საერთოდ არ აქვთ.

არაორიგინალი მინების ავტომობილზე დაყანება კი მათი აზრით საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთოებას.

 

გიორგი მგელაძემ რამდენიმე დღის პატრულს საკუთარი ავტომობილის მინების შუქგამტარიანობა შეამოწმებინა. ის ამბობს, რომ მისი მანქანა სტანდარტებში არ ჯდება და მას მინების გამოცვლა მოუწევს.მგელაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას მინების გამოცვლა მინიმუმ 500 აშშ დოლარი დაუჯდება.

”საქმე ისაა, რომ სუბარუს დაუბურავი მინები საქართველოში არ იყიდება. ჩვენ ის უნდა შევუკვეთოთ ამერიკაში და ისიც არაორიგინალი, რადგან ჩემი მანქანის მოდელისთვის იაპონელებს დაუბურავი შუშები არ გამოუშვიათ. მათი ჩამოტანა აშშ-დან კი დამატებით ფინანსებთან და დროსთანაა დაკავშირებული”-ამბობს სუბარუ ფორესტერის მძღოლი.

 

გიორგი მგელაძის მდგომარეობაში არიან ჰონდას, სუბარუს, ბე-ემ-ვე-ს ზოგიერთი მოდელის და კიდევ ათასობით ავტომობილის პატრონი, რომელთა მანქანის მინების დაბურვა დასაშვებ ნორმებში არ ჯდება. ისინი ითხოვენ, რომ შეზღუდვები არ გავრცელდეს ქარხნულად დაბურულ მინებზე.

ამ მოთხოვნით ასამდე მძღოლმა დიღომში, ყოფილი ავტობაზრობის ტერიტრიაზე საპროტესტო აქცია მოაწყო.

მათ ქარხნულად დაბურულ მინებზე გამონაკლისის დაშვება შსს-ს კიდევ ერთელ სთხოვეს.

ორშაბათს ავტომობილთა მფლობელები შსს-ს მინისტრ ვანო მერაბიშვილს წერილსაც გადასცემენ, სადაც მათი თხოვნა იქნება ჩამოყალიბებული.

 

საპროტესტო აქციის შემდეგ მძღოლბმა ავტომობილებით ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობა მოაწყვეს. მათ მინებზე გაკრული ჰქონდათ ქაღალდები წარწერით: ”შეაჩერეთ დაბურული კანონი”.

 

შს მინისტრის 29 ოქტომბრის 917-ე ბრძანებით ავტომანქანის მინების დამუქებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, 9 ნოემბერს მინისტრის ბრძანება შეიცვალა და შეზღუდვები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: კერძოდ, ავტომანქანის წინა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო, უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის.

</p>/get_img?NrArticle=3217&NrImage=1

 

Image 2577

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაქნის შეაჩერეს? ეხლა ვნახე ინფექციურტან წაკუზული ყავდათ დაბურული ჯიპი და გარს ეხვივნენ პატრულები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, მე რო მანქანა მყავდეს, მაგ შიბაქების ჯინაზე, დაბურვას მოვაშორებდი და შიგნით ფარდებს დავკიდებდი:) სანამ მაგაზეც მიიღებენ კანონს, ატკაცუნონ მანამდე დუმები :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მაინც გააკეთონ,რომ დღევანდელი დღიდან ვინც შემოიყვანს ამისთანა მანქანას ის მიშტრაფონ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ მოდულტან ხომ ავდიჩავდივარ დღEში 50-ჯერ----მტელს ძალოვნებს დაბურული პიპოები ყავთ...შიგ-აც მაგარი წიომნი სათვალეებით ჯიან...ზატო შენობა განბურეს.....საარბრუკენის ავტოსადგურს გავს :018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რაქნის შეაჩერეს? ეხლა ვნახე ინფექციურტან წაკუზული ყავდათ დაბურული ჯიპი და გარს ეხვივნენ პატრულები

კანონს შედარებით გაალიბერალურეს...

 

მაგრამ მაინც ბევრი მანქანა ხვდება აკრძალვებში... კიდე მოიფიქრონ რამე...ყველას უნდა შეეხოს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

planetanews

მწარმოებლების ნაწილს კი ავტომობილისთვის დაუბურავი მინები საერთოდ არ აქვთ.

მაგაშია სწორედ საქმე.მაგალითად ჩვენ სამსახურში ნისან იქსტერა გვყავს,რომელიც ამერიკაში იწარმოება და დაუბურავი შუშებით არ გამოდის.კუსტარულის დაყენება არ შეიძლება უსაპრთხოების გამო.გაუგებარი სიტუაციაა.

ხო მთავარი,ქარხნულად დაბურული უკანა გვერდითი შუშები 80%-ზე ნაკლები არცერთი არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

აუ მოდულტან ხომ ავდიჩავდივარ დღEში 50-ჯერ----მტელს ძალოვნებს დაბურული პიპოები ყავთ

მაგათთვის შეიძლება.ეს პირდაპირ ვანოს ბრძანებაში წერია:შ.ს.ს,პროკურატურა,სახელმწიფო დაცვა,სასჯელაღსრულება,ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული სამსახური და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...