Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი ქვეყანა საქართველოა


Recommended Posts

საქართველოს მოსახლეობისთვის საქართველო ყველაზე სასურველი ქვეყანად საქართველოს სახელდება.

 

მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდნენ რესპონდენტების 68%-მა პირველ რიგში საქართველო დაასახელა. უმრავლესობისთვის ყველაზე სასურველი სწორედ მათი სამშობლოა. შემდეგ მოდის იტალია და საფრანგეთი, რომელიც უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ცხოვრებას გამოკითხულთა მხოლოდ 3% ისურვებდა, რუსეთში ცხოვრების მსურველთა რაოდენობამ კი ერთი პროცენტიც არ შეადგინა. საინტერესოა, რომ თავად რუსეთში შუპერჯობ.რუ-ს მიერ სექტებმერში გამოკითხული 1000 რესპონდენტიდან 73% დაუყოვნებლივ დატოვებდა თავის ქვეყანას ამის შესაძლებლობა რომ ქონდეს.

 

2010 წლის ოქტომბერში გამოიკითხა თბილისისა და რეგიონების 1200 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 2,9%.

 

შეგახსენებთ, რომ "ეისითი" 2002 წელს დაარსდა, როგორც მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის კომპანია. სწორი ბიზნესხედვის, ნიჭიერი და პროფესიონალი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის წყალობით კომპანიამ სწრაფად მოიპოვა მაღალი რეპუტაცია და ლიდერის პოზიცია ქართულ ბაზარზე.

 

დღეს "ეისითი" მარკეტინგული კვლევებისა და კონსულტაციის მოწინავე კომპანიაა, რომელიც უმაღლესი ხარისხის კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებებს სთავაზობს საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს. როგორც საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ევროპის საზოგადოების წევრი, "ეისითი" იცავს მარკეტინგული და სოციალური კვლევების კოდექსს და თავის საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

 

http://ghn.ge/news-27250.html\

 

პ.ს. მშიერ კაცს რომ უმტკიცებ შენს გარშემო ყველა მაძღარია და მარტო შენ ხარ ნიუდაჩნიკიო...არადა ეს ადამიანი მხოლოდ თავისნაირ გაჭირვებულებს და მცირერიცხოვან გაქსუებულებს ხედავს...

 

საშიშია...

 

უკვე ეჭვიც აღარ მეპარება... რომ ხელისუფლება პანიკურ შიშშია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი ქვეყანა საქართველოა

სასურველი რას ნიშნავს? თავის ქვეყანაში ცხოვრება ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს სურს. ახლა აქ რომ აშშ-ს ცხოვრების სტანდარტები იყოს მწვანე ბარათზე განაცხადს არ შევიტანდი ნამდვილად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საინტერესოა, რომ თავად რუსეთში შუპერჯობ.რუ-ს მიერ სექტებმერში გამოკითხული 1000 რესპონდენტიდან 73% დაუყოვნებლივ დატოვებდა თავის ქვეყანას ამის შესაძლებლობა რომ ქონდეს.

 

მაიცა, მაიცა - რა, რუსები ჩვენზე ჭკვიანები არიან? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სასურველი რას ნიშნავს? თავის ქვეყანაში ცხოვრება ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს სურს. ახლა აქ რომ აშშ-ს ცხოვრების სტანდარტები იყოს მწვანე ბარათზე განაცხადს არ შევიტანდი ნამდვილად.

ხოდა ან კითხვაა იდიოტური... ან ჟურნალისტმა არ იცის წერა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...