newstudio Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს გონების ვარჯიშისკენ მოუწოდებს. "არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად მეტყველებენ, ვიდრე აზროვნებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მეტყველებენ და ბევრს ფიქრობენ. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ზედაპირული ხდება ყველაფერი. თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა, მაგრამ სინამდვილეში მას ბევრი ნაკლი აქვს. ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლებად იაზროვნონ. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გონება კი ჩლუნგდება", - ბრძანა პატრიარქმა.უწმინდესის განცხადებით, როგორც კუნთებს სჭირდება ვარჯიში, ისე ადამიანის გონებას სჭირდება ვარჯიში. ამისთვის კი აუცილებელია წიგნის კითხვა, ხშირი ფიქრი ქვეყანაზე, სულიერებაზე."ადამიანმა თუნდაც ნახევარი საათი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ იფიქროს თავის თავზე, იფიქროს რისთვის არის მოსული ქვეყანაზე", - ბრძანებს უწმინდესი.პატრიარქს მიაჩნია, რომ აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება.მისი განცხადებით, არსებობენ ძალიან პატივსაცემი ადამიანები, თუმცა ასეთ ადამიანებს არ აფასებენ."დღეს ჩვენთან გაუგებარი ტენდენციაა, როცა ებრძვიან ავტორიტეტულ პიროვნებებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ერი დასუსტებულია სულიერად და ფიზიკურად", - აღნიშნა პატრიარქმა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/150853-patriarqi-mrevls-gonebis-varjishisken-moutsodebs.html პ.ს. მეჩვენება თუ მიშას ყბადაღებული კომპუტერიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრა? (მიშას საყვარელი თემაა ეგ და ..) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 newstudio მეჩვენება თუ მიშას ყბადაღებული კომპუტერიზაციის წინააღმდეგ გაილაშქრა? ეგ ყველაფრის მიშასთან დაკავშირება უფრო შენი ჩვევაა. ბატონი პატრიარქის ამ გამოსვლაში: თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა, მაგრამ სინამდვილეში მას ბევრი ნაკლი აქვს. ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა ნაკლებად იაზროვნონ. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანის გონება კი ჩლუნგდებასამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წინააღმდეგ გალაშქრება იკითხება. მარტივი თეზაა: კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა ადამიანს აჩლუნგებს, აქედან გამომდინარე ის ცუდია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 Saturnსამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წინააღმდეგ გალაშქრება იკითხება. მარტივი თეზაა: კომპიუტერი, ზოგადად ტექნიკა ადამიანს აჩლუნგებს, აქედან გამომდინარე ის ცუდია.უზომოდ გამოყენებაა ზოგადად ცუდი ეს ისე ცნობისათვის, და არა პროგრესი... მარტივად რომ გითხრა, წამალი კარგია, მაგრამ დიდი დოზით არა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 მოკლედ რა - პატრიარქს შიშით სიტყვა ვეღარ უთქვამს - რა არის გასაოცარი, პირველად გესმით რომ ტვინს აზროვნება სჭირდება?არ დაგავიწყდეთ< რომ პატრიარქი მოხევეა და პირდაპირ უყვარს საუბარი, ქვეტექსტების გარეშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ გათავისუფლებულ სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი , დიმიტრი შაშკინი საკუთარ სამსახურებში დააბრუნებს."ხალხი ამბობს, რომ რამდენიმე დირექტორი გაათავისუფლეს სკოლებიდან. მე კარგად ვიცნობ მინისტრ შაშკინს, ეს არის ლმობიერი და კეთილშობილი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ იგი აუცილებლად დააბრუნებს ამ დირექტორებს სკოლებში", - ბრძანა უწმინდესმა.მისი განცხადებით, ის ძალიან წუხს და აფიქრებს ის, რაც ხდება დღეს სკოლებში. "ეს არ უნდა ხდებოდეს. სასწავლო პროცესი უნდა დაიგეგმოს მეცნიერების და არა ჩინოვნიკების მიერ", - ბრძანა უწმინდესმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 darialaპირველად გესმით რომ ტვინს აზროვნება სჭირდება?მერე ფეისბუკის ფერმას ნუ ითამაშებ მაინცდამაინც იმ კომპიუტერთან პროგრამირება ისწავლე, 3D მოდელირება ისწავლე, ვებ დიზაინი ისწავლე... რა ვიცი ათასი რამეა რისი სწავლაც შეიძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 Saturnეგ სხვა თემაა, ნუ რასაც ამ შემთხვევაში ამბობ გეთანხმებიპატრიარქი ამბობს იმას, რომ ადამიანის გონებას სჭირდება წიგნი - რომელიც მალე ალბათ სამუზეუმო ექსპონატი გახდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 darialaპატრიარქი ამბობს იმას, რომ ადამიანის გონებას სჭირდება წიგნია ბატონო წიგნი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ioio Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 darialaპატრიარქი ამბობს იმას, რომ ადამიანის გონებას სჭირდება წიგნი - რომელიც მალე ალბათ სამუზეუმო ექსპონატი გახდება არაა სწორი ის, რომ გონებას სჭირდება მაინდამაინც წიგნი. გონებას სჭირდება საზრდო, ინფორმაცია, გააზრება მიღებული ინფორმაციის. აი ინფორმაციის წყარო რა იქნება, წიგნი, გაზეთი თუ კომპიუტერი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 Saturnმინდა ეგ წიგნი ioioგეთანხმები, მაგრამ წიგნი მაინც წიგნია ნუ წიგნსაც გააჩნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 14, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 ioioარაა სწორი ის, რომ გონებას სჭირდება მაინდამაინც წიგნი. გონებას სჭირდება საზრდო, ინფორმაცია, გააზრება მიღებული ინფორმაციის. აი ინფორმაციის წყარო რა იქნება, წიგნი, გაზეთი თუ კომპიუტერი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.აქ მე მგონი ცოტა სხვა რამეზე იყო ლაპარაკი..დაუფიქრებლად ლაპარაკზე და თუნდაც კომპიდან მიღებული ინფოს გაანალიზებაზე... და იმაზე კიდევ, რომ კომპიუტერი გონებას ვერ შეცვლის..მე ასე გავიგე. ამაზე რატომ არაფერს ამბობთ? სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედოვნებს, რომ გათავისუფლებულ სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი , დიმიტრი შაშკინი საკუთარ სამსახურებში დააბრუნებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 Saturnმძვირია მაი წინგი სატურნ. თანაც ფურცლების შლას რა სჯობია ეჰ მეც მინდა E-წიგნი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 Saturnმძვირია მაი წინგი სატურნ. თანაც ფურცლების შლას რა სჯობია ეჰ მეც მინდა E-წიგნი. მეც მინდა მარა სადაა, პურ-ნიორ ძლივ ვყიდულობ მიო ამიგო - თუ გინდა გახალისდე - სუპერპლანეტარულში გამო ერთი წუთით რაა :--)))))))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 "დღეს ჩვენთან გაუგებარი ტენდენციაა, როცა ებრძვიან ავტორიტეტულ პიროვნებებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ერი დასუსტებულია სულიერად და ფიზიკურად" :yes: პატრიარქი კაგებესთანაა შეკრული,ინტელიგენცია წითელია,ვაჟკაცი ადამიანები "შავები", "მხედრიონელები" და ნარკომანები. კიდევ? კიდევ ჭაბუას არ დაუწერია დათა თუთაშხია. კიდევ? კიდევ გუბაზა თავგასიებული და გაბერილია და საერთოდაც გუბაზა კი არა გუბოზაა. ბესელია ბოსელიაა. ოქრუაშვილი კორუმპირებულია. ხაინდრავა Y-ა და თან წვერებიანი, კუკავა კუკია (ანუ მცირე ზომის ფეკალური მასა) და ხანდახან პახმელიაზეა ხოლმე და ბოდავს, ძიძიგური სამტრედიელია და პროვინციელია (ხმოვნებს აგრძელებს საუბრის დროს), ბურჯანაძე ფქვილოვნაა, სალომე ძიალოგა, ნოღაიდელი ვირი. კიდევ? რა ვიცი. წამოვა ალბათ კიდევ ვინმე ოპოზიციაში და მერე გახდება ბლუ, დებილი და უგვანო, საკუთარ ხალხს რომ სცემდა და მილიონებს ხან პარავდა და ხან სძალავდა, ვიღაცა კრისა გახდება და ნაბოზვარი, ხალხს რომ ბითუმად იჭერდა და ფულებს ართმევდა (ამასაც ბითუმად), სასამართლოს რომ აკონტროლებდა და უდანაშაულოებს ალპობდა, დამნაშავეებს კი მწვადებს მიართმევდა. გამოირკვევა, რომ ვიღაცა რუსის გენერლების მახინჯი შოფერი ყოფილა, ვიღაცა კი უნიჭო ტელეწამყვანის კრიმინალი და ბარიგა ქმარი.ვიღაცეები მკვლელები და სადისტები აღმოჩნდებიან, საწყალ ბიჭებს რომ აწამებდნენ და ხოცავდნენ.უბრალოები კი ოცლარიანები, ბნელები და რა თქმა უნდა მოღალატეები. ხო კორუმპირებულები აუცილებლად. მერე კარდუ იტყვის, რა გინდა, ხომ გამოაგდესო?! როცა დააშავა გამოაგდეს, აპა რავაო? 2004-ში, 05-ში,06-ში,07-ში,08-ში,09-ში,10-ში კი არ დაუშავებიაო. ე, ეხლა დააშავა და გაუშვესო. ხო ეხლა დააშავა ეხლა და ამ ერთი დაშავებით ნაშოვნი ფულით იყიდა 7 ცალი ფეშენებელური სახლი და აგარაკი, ჰაი კლასის რემონტით. 6 ცალი უკანასკნელი მოდის უძვირესი, executive ავტომანქანა, 3 ქარხანა, 1 ბანკი, 55 მაღაზია, 4 რესტორანი, სადისატრიბუციო ფირმები იმპორტული საქონელისთვის, ბანკში მილიონები და ა.შ და ა.შ. ხო, ხო. ე ეხლა მარტოო. რავა არ გჯერა რო დააშავაო??? მჯერა. ეხლავე მჯერა. კურსს უჭერთ თქვენ მხარს. მამა და მარჩენალის მიერ ხმამაღლა გაცხადებულ კურსს, 45 გრადუსი, ჩრდილო დასავლეთით. ვიცი. მერე რა თუ 225 გრადუსით სამხრეთ-აღმოსავლეთით მივდივართ, აქედან უფრო მოკლე გზაა. გრინებრგმა თქვა ასე. და ამ გზაზე პადოშაც შეიძლება გია გახდეს. პატრიოტი და ალპინისტი. ნამდვილად ბრძენი კაცია ჩვენი პატრიარქი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2010 სხვათა შორის მეც მიფიქრია მაგ თემაზე, რა არის წიგნი თუ არა ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება,მე მაგალითად, ამ ბოლო დროს საერთოდ ვერ ვახერხებ კითხვას, ძირითადად აუდიო ჩანაწერებს ვუსმენ, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ წიგნს აქვს თავისებური მუღამი,არცერთი ფილმიდან არ მიმიღია ისეთი განცდა რასაც ვიღებდი ბავშვობაში ჟიულ ვერნის კითხვისგან,ყველაფერი ცოცხლდებოდა და რეჟისორიც მე ვიყავი, ოპერატორიც, გამხმოვანებელიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.