planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ჯეიმს კირჩიკი რუსეთი ავღანეთში დაბრუნდა, ამჯერად დასავლეთთან თანამშრომლობით. მაგრამ ემთხვევა კი სინამდვილეში მათი მიზნები ერთმანეთს? ნატოს ლისაბონის სამიტზე, რომელიც ამ თვეში გაიმართება, რუსეთი მოულოდნელი განცხადების გაკეთებას გეგმავს. ის დასავლური ქვეყნების სამხედრო ალიანსს ავღანეთში დაემხარება, ქვეყანაში, სადაც ოცი წლის წინ რუსეთი სამარცხვინოდ დამარცხდა იმ პარტიზანულ მოძრაობასთან ბრძოლაში, რომელიც აშშ–ს მხარდაჭერით მოქმედებდა და რამაც უკვე მორყეულ საბჭოთა კავშირს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა. რუსეთის თანამშრომლობას მის საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებთან (ISAF), ნატო, რუსეთ–დასავლეთის უფრო მასშტაბური დაახლოების შედეგად წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმას, რომ ვაშინგტონიც და მისი ევროპელი მოკავშირეებიც ამ პროცესის გაგრძელებისთვის მზად არიან. „ლისაბონის შეხვედრა რეალური შესაძლებლობაა ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და წარსულის აჩრდილი დავმარხოთ“, – განაცხადა გასულ კვირაში, სამიტის წინ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. (რასმუსენი შარშანაც ანალოგიური წინადადებით გამოვიდა, თუმცა რუსებმა ის უარყვეს). ავღანეთში დახმარება კი ნატოს ნამდვილად არ აწყენს (თუმცა, უკეთესი იქნებოდა, რომ მისი წევრები იქ უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, რადგან ზოგიერთ მათგანს არ სურს დამატებითი ძალების გაგზავნა, ხოლო ის დანაყოფები, რომლებიც უკვე იმყოფებინ ავღანეთში, ძალიან მკაცრი შეზღუდვებით მოქმედებენ). მაგრამ ალიანსს მკაფიოდ უნდა ესმოდეს რუსეთის მოტივაცია. რუსეთთან ერთობლივი მოქმედების თავდაპირველი ხიბლი (რუსეთი იცნობს ავღანეთს ამ ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში ბრძოლის წყალობით) მალევე ქრება. ავღანელებს ყოფილ დამპყრობლებთან თბილი მოგონებები არ აკავშირებთ, თუ რატომ, ადვილი გასაგებია. ომის დროს, საბჭოეთმა დაახლოებით 1 მილიონი ავღანელი გაანადგურა, თანაც ეს ომი მიმდინარეობდა რუსებისთვის ტიპური გულგრილობითა და ადგილობრივი მოსახლეობის გონებისა და გულის მოგების აუცილებლობის სრული იგნორირებით. რუსეთი სისხლიან დაბომბვებს აწყობდა უზარმაზარ ტერიტორიებზე, ნაღმავდა მათ, რაც დღემდე კლავს და ასახიჩრებს მშვიდობიან ავღანელ მოსახლეობას, ასევე ანადგურებდა მთლიან სოფლებს იმის ეჭვით, რომ ისინი მოჯაჰედებს იფარავდნენ. რუსებისგან განსხვავებით, უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უპილოტო თვითმფრინავების შეტევების დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის გამო ხშირად აკრიტიკებენ, ის მაინც ესმით, რომ ადამინების დაღუპვა მათ მისიებზე ნეგატიურად აისახება, ამიტომ მილიარდობით დოლარს დებენ რეკონსტრუქციის პროექტებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ამ ომში, რომელიც იმდენივე ხანს გრძელდება, რამდენ ხანსაც საბჭოთა გაგრძელდა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რიცხვი დაახლოებით 12 ათასიდან 30 ათასამდეა. გარდა ამისა, რუსეთის რეალური წვლილი დიდი არ იქნება. ჯარებს ის არ გაგზავნის, მიუხედავად იმისა, რომ პარტიზნების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც წარმატება მიყრუებული რაიონების უზარმაზარ ტერიტორიებზე პირადი შემადგენლობის განაწილებაზეა დამოკიდებული, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. წინასწარი ინფორმაციით, რუსების დახმარება რამდენიმე ვერტმფრენის გადაცემით და სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით შემოიფარგლება. მოსკოვის მხრიდან ნატოს მისიის დახმარება ავღანეთში (რისი მიზეზიც თითქოს ის არის, რომ მოსკოვს სურს არ დაუშვას მებრძოლი ისლამისტების პოზიციების განმტკიცება მეზობელ სახელმწიფოებში და იმის თაობაზე წუხს, რომ ქვეყანაში ავღანური ოპიუმის შემოტანით ნარკომანთა რიცხვი იზრდება) ვერ შეედრება იმ ძალისხმევას, რომელიც მან ამ ომისთვის ზიანის მიყენების მიზნით გაიღო. როდესაც 11 სექტემბრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ტაჯიკეთს ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ის ავღანეთში ომის დასაწყებად პლაცდარმისთვის ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის მისთვის დათმობას (ტაჯიკეთს ავღანეთთან 700 მილის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს), ტაჯიკებმა რუსების ზეწოლით გამო, უარი განაცხადეს. როდესაც შეერთებულმა შტატებმა ცენტრალური აზიის მეორე, ღარიბი რესპუბლიკა ყირგიზეთი, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, დაარწმუნა მისთვის ყირგიზეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო ცენტრის შექმნის შესაძლებლობა მიეცა, რომელსაც ვაშინგტონი ავღანეთში ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაყვანისთის გამოიყენებდა, რუსეთმა უმალ დაიჩივლა და ამ ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო, რათა მას ამერიკელები გაეყარა. შარშან, რუსეთმა დაარწმუნა ყირგიზეთის პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი $2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ აშშ ქვეყნიდან გაეგდო. ბაკიევმა რუსეთის წინადადებაზე უარი მხოლოდ მას შემდეგ თქვა, როდესაც შეერთებული შტატები ყირგიზეთის მთავრობას ბაზისთვის იჯარის ფასის გასამმაგებას შეპირდა. წელს ბაკიევი აჯანყებით დაამხეს. ამ ბუნტის პროვოცირებაც მოსკოვმა ფარულად მოახდინა, და დღესაც ჩუმად ცდილობს ახალი ყირგიზული მთავრობა ამერიკელების გაძევებაზე დაითანხმოს. აღსანიშნავია, რომ შარშან მოსკოვი რუსეთის საჰაერო სივრცის და ტერიტორიის გავლით ავღანეთში სატრანზიტო ტვირთის გაზრდაზე დათანხმდა. მაგრამ რუსეთის ეს ვალდებულება, რომელიც მან ორ თვეში აიღო მას შემდეგ, რაც აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში ჯარების გამოყვანას იწყებს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ამერიკელების სწრაფი წასვლისთვის ემზადება. უდაოა, რუსეთს სურს, რომ თალიბები, რომელთა წინაპრებსაც ის უშედეგოდ ებრძოდა 1980–იან წლებში, დამარცხდნენ, ხოლო ავღანეთში გარკვეული სტაბილურობა აღდგეს. ამ მხრივ მას და ნატოსთან საერთო ფუძემდებლური მიზანი აქვთ. მაგრამ მნიშვნელოვანი მეორე რამაა: ის ამ რეგიონზე დასავლეთის ხანგრძლივი გავლენის წინააღმდეგია და ამით აიხსნება მისი გაურკვეველი ქმედებები, რომელიც შიზოფრენიულს მოგაგონებს. სინამდვილეში კრემლის მიზნები ურთიერთგამომრიცხავია – სტაბილური ავღანეთი, ამა თუ იმ ფორმით წესიერი და წარმომადგენლობითი მთავრობით (ISAF–ის მიერ გამოცხადებული მისია ხომ ამაში მდგომარეობს) ცენტრალური აზიის რეგიონში ვერ იარსებებს, თუკი იქ დასავლეთის სამხედრო წარმომადგენლობა ხანგრძლივი დროით არ დარჩება. მაგრამ ყველა ამ ფაქტორზე მნიშვნელოვანი ის ცინიზმია, რომლითაც მოსკოვი ამ უმნიშვნელო დახმარებას დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს სხვა ისეთ საკითხებზე მოლაპარაკებებში, როგორებიცაა ნატოს გაფართოვება, ადამიანის უფლებები და ანტისარაკეტო თავდაცვა. საქართველოში ინტერვენციის დღიდან ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რუსეთი კი მისი მეზობლის ოკუპაციას განაგრძობს და აზრს უკარგავს ევროკავშირის ძალისხმევით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ომის ბოლოს გაფორმდა. რუსეთმა თვითგამოცხადებული ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა და მათ მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში სერიოზული ანტისარაკეტო კომპლექსები განათავსა, ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ორივე ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. ცხადია, რომ მოსკოვი მის უმნიშვნელო დახმარებას ავღანეთში საქართველოში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებს – ქვეყანაში, რომელმაც თავის პრიორიტეტულ მიზნად ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია დაისახა. გარდა ამისა, რუსეთმა უკვე მოითხოვა იმ „მშვიდობისმყოფელთა“ შემადგენლობის რიცხოვნებაზე შეზღუდვის მოხსნა, რომლებიც თვითგამოცხადებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. იმით, რომ დასავლეთისგან სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაციის ლეგიტიმაციას ითხოვს, მოსკოვი თავად ალიანსის წევრ ქვეყნებში ნატოს ძალთა განლაგებაზე დაობს. ნატო–რუსეთის შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის დეკემბერში რასმუსენს გადასცა, რუსები მოითხოვენ, რომ ალიანსმა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში (რუსეთის ეგრედწოდებულ „პრივილეგირებული ინტერესების სფეროში“) განთავსებული არმიების რიცხოვნება სამი ათასით შეზღუდოს, და რომ ამ ქვეყნებში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა 24–ს არ აჭარბებდეს, ხოლო მათი იქ ყოფნის ვადა წელიწადში 42 დღით განისაზღვროს. ასეთი წინადადებები ნატოს წევრ ქვეყნებში არათავდასხმითი ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების პროცესის წარმოუდგენელი ხელყოფის მცდელობაა. იმის გასარკვევად, თუ როგორ ხედავს მოსკოვი საკუთარ ურთიერთობებს ვაშინგტონთან, ამისთვის საუკეთესო საშუალება რუსი ლიდერების გულახდილობის ჟამს მოსმენაა. „მოდით, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს“, – განაცხადა შარშან ერთ–ერთი რუსული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კრემლის საქმეებში გარკვეულმა გლებ პავლოვსკიმ, „ობამა ჩვენი მოკავშირე არ არის. გაიხსენეთ, რომ ობამას მხარდაჭერა არ აქვს და ის უფსკრულის პირას დგას… ჩვენ მას უფრო ვჭირდებით, ვიდრე იგი ჩვენ“. როგორც ეს გარიგებების დროს ხდება, ავღანეთშო ნატოსთვის დახმარების შეთავაზება შემხვედრ დათმობებს ითვალისწინებს. ამერიკელები და მისი მოკავშირეები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას მოსთხოვენ მათ ამ უმნიშვნელო დახმარების სანაცვლოდ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts