planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 ნოემბერს ვაჟა–ფშაველას უკვდავი პოემის, „სტუმარ-მასპინძელის“, მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე. გაზიარება[ილია ჩაჩიბაია. 14:33 13-11-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TN5pB5pe47I/AAAAAAAAENw/UkHYzRs41og/s200/stumarmaspindzeli.gifმაყურებელმა თეატრალური წარმოდგენა დადებითად შეაფასა.შეკრებილი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა მსახიობმა თიკო შელეგიამ, რომელმაც „ჯოყოლას ცოლის“ როლის შესანიშნავად შესრულებისთვის პუბლიკისგან ოვაციები დაიმსახურა. მაია კალანდია, თეატრის მმართველი: „რეჟისორი გახლავთ კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის თეატრის თანადაფინანსებით განხორციელდა. „სტუმარ–მასპინძლისთვის“ შეიქმნა სპეციალური მუსიკალური ნაწარმოები, რომლის კომპოზიტორიც არის გიორგი მაისურაძე; მხატვრული გაფორმება ეკუთვნის დიზაინერ მარიკა კორკელიას. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა მსახიობებიც, მათი დებიუტი ჩვენი თეატრის სცენაზე შედგა“.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts