Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როი ჯონსონით უკმაყოფილოა


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/2/22/1266838025997/Glen-Johnson-in-training--002.jpg

 

გლენ ჯონსონის მერსისაიდულ კარიერას საფრთხე ემუქრება…

 

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი უკმაყოფილოა თავისი გუნდის მარჯვენა მცველის, გლენ ჯონსონის თამაშით და იგი ამას საჯაროდ აცხადებს.

 

მიმდინარე სეზონში, 26 წლის მარჯვენაფლანგელი იმედებს ნამდვილად ვერ ამართლებს, რაც ჰოჯსონს საფიქრალს უმატებს.

 

“მიმდინარე სეზონში გლენს არცერთხელ არ დაუმტკიცებია, რომ იგი საუკეთესო ინგლისელი მარჯვენა მცველია. მინდა შევეკითხო მას, როგორ აფასებს საკუთარ თამაშს. თუ იგი კმაყოფილია, ეს მე არ მაწყობს და თუ უკმაყოფილოა, მაშინ რატომ თამაშობს ასე?” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს Guardian.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯონსონს არა მხოლოდ სათამაშო ფორმის, არამედ ჯანმრთელობის მხრივაც აქვს პრობლემები. მან “ლივერპულის” ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთში მიიღო მონაწილეობა.

უკვე ვრცელდება ხმები, რომ “ლივერპული” ჯონსონის იანვარში გაყიდვას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდელები 26 წლის მცველს არცთუ იაფად დააფასებენ, მისი შეძენის მსურველები მაინც საკმარისად არიან. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ჯონსონის გადაბირება ინგლისურ “ტოტენჰემს”, ასევე იტალიურ “ინტერსა” და “იუვენტუსს” სურთ.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...