planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ თორნიკე თევზაძის საჩივარი ჟურნალ ლიბერალის დამფუძნებლის შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. საბჭოს თავჯდომარის ეთერ თურაძის თქმით, საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შორენა შავერდაშვილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პუნქტი არ დაურღვევია. ,,შესაბამისად საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, საბჭოს განმარტებებს ამ საკითხზე უფრო ზუსტად სამოტივაციო ნაწილში გამოვაქვეყნებთ’’, - განმარტავს თურაძე. ქარტიის პირველი პუნქტი, ჟურნალისტს ავალდებულებს პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. თორნიკე თევზაძე შორენა შავერდაშვილს სწორედ ამ პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებდა. თევზაძე საჩივარში წერს, რომ ჟურნალი ,,ლიბერალის’’ 2010 წლის 30 მაისის ნომერში დაიბეჭდა სოზარ სუბარის სტატია ბალანსი რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას შორის. საჩივარის ავტორი ფიქრობს,რომ სოზარ სუბარის სტატიაზე დართული ილუსტრაცია (ადამიანი ტუჩებზე ელვა შესაკრავით) ეწინააღმდეგება სტატიის შინაარსს და ამახინჯებს ავტორის თვალსაზრის. თევზაძე მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარის სტატიაზე დადებულ ფოტოს შეცდომაში შეყავს საზოგადოება და არასწორ ინფორმაციას აწვდის ავტორის თავლსაზირისის შესახებ. ,,ამასთან ამახინჯებს სტატიის შინაარსს’’, - წერს მომჩივანი. სუბარის სტატია საპატრიარქოს ინიციატივაზეა, რომელმაც მოუწოდა სახელწიფოს “სასწრაფოდ” მიეღო კანონი, რომელიც საზოგადოებას უხამსობისგან დაიცავდა, დაიცავდა საზოგადოების პატივს და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს. ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქომ ეკო დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობა” ირგვლივ მომხდარი ინციდენტების შემდეგ, 2010 წლის 15 მაისს გააკეთა. სტატიაც მალევე დაიბეჭდა, სოზარ სუბარის თვალსაზრისი ლიბერალის 32-ე, მაისის ნომერში გამოქვეყნდა. სოზარ სუბარს სტატიაში წერს, რომ საკითხის სამართლებრივი რეგულირება საჭიროა, რადგან პრობლემა შეიძლება უფრო გაღრმავდეს და საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ მათი უფლებები ირღვევა. იქვე სუბარი წერს, რომ რეგულირება საფრთხილო საქმეა, “ბალანსი საპირისპირო მიმართულებით რომ არ დაირღვეს”. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts