Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ხატების მუზეუმიდან ტაძარში გადატანის მოთხოვნა


Recommended Posts

მართმადიდებელი მრევლის ნაწილი ხელოვნების მუზეუში დაცული ხატების ტაძარში დაბრუნებას ითხოვს. ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა ჟურნალისტებს ამის შესახებ დღეს ხელოვნების მუზეუმთან განუცხადა. მისი თქმით, ასევე ძალიან ბევრი ხატია მოთავსებული სარდაფში და ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. მომლოცველთა კრებული მოითხოვს, სარდაფში მყოფი ხატების აღრიცხვას.

 

ნანობაშვილი საქართველოს პატრიარქის, ილია II სიტყვებსაც იხსენებს და ამბობს, რომ პარტიარქის სიტყვებს უნდა დავუჯეროთ.

 

,,მე მოვლილი მაქვს მრავალი ქვეყანა და რაც გაგვაჩნია ჩვენ მუზეუმებში ვერსად ვერ ნახავთ თქვენ უცხოეთში ასეთ სიმდიდრეს. აი, მაგარალითად: ხელოვნების მუზეუმში საგანზურის ის ნაწილი, რაც გამოფენილია ათი პროცენტიც არ არის - ძალიან დიდი ნაწილი საცავებშია და ჩვენ არც ვიცით, რისი მფლობელები ვართ’’, - ნანობაშვილის თქმით, ეს სიტყვები პარტიარქმა 2010 წლის 6 ოქტომბრის წარმოთქვა.

 

სიწმინდეების მომლოცველთა ჯგუფმა სარდაბში განთავსებული ხატების აღრიცხვის მოთხოვნით დღეს ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს, რომელსაც, მათი თქმით, კულტურის სამინისტროში შეიტანენ.

 

,,უამრავი სიწმინდეებია ამ მუზეუმში. არ შეიძლება, რომ ეს ხატები გადაბრძანდეს სამების ტაძარში? ვერ დაიტევს თუ რა? მაგრამ სახელმწიფოს ნება არ არის ეს. დღეს, რომ ათი ათს მოწამეთა ადგილას პოდიუმები იმართება, ეს შეგნებულად კეთდება, ეს ხდება ათი ათას მოწამეთა შეურაცხყოფისთვის, ამას არცერთ ქვეყანაში არ გაპატიებენ’’, - ამბობს ზაზა ნანობაშვილი.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...