planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg ქრისტიან ქერილი ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ახლად გამოცემული ავტობიოგრაფია დამაინტრიგებელი წასაკითხია – მათ შორის იმის გამოც, რაც მასში გამოტოვებულიაეს წიგნი საოცრად კარგი წასაკითხია – გონებამხვილური და პირდაპირი. მან თავისი რამდენიმე შეცდომაც კი აღიარა – არადა, ამის გაკეთება განსაკუთრებულად არ უყვარდა სანამ ოფისში იყო, მაგრამ თუ ღრმა არსებითი მოსაზრებების მოძიებას დაიწყებთ მისი იმ მემკვიდრეობის შესახებ, რის გამოც მსოფლიო მას ძირითადად დაიმახსოვრებს – ანუ იმას თუ როგორ წინააღმდეგობრივად წარმართა მისმა ადმინისტრაციამ შეერთებული შტატების ომი ჯიჰადისტების წინააღმდეგ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, თქვენ ამას წიგნში ვერ წააწყდებით. თქმა არ უნდა – ყველა პოლიტიკური მემუარი მოვლენებს არჩევითად აღწერს. ცოტაა ისეთი პოლიტიკოსი, ვინც მუდმივად ეჭვს ქვეშ აყენებს თავის მრწამსს და ისე ეძიებს საკუთარ ადგილს. მათი სამსახურისთვის მონუმენტური თვითდარწმუნება აუცილებელი წინაპირობაა. ასე რომ თუ გაწონასწორებულ და ობიექტურ მონათხრობს ეძებთ, მაშინ ალბათ აჯობებს ისტორიკოსებს და მოვლენათა მათეულ ვერსიას დაელოდოთ. ავიღოთ მაგალითად ომი ერაყში. ”მე მტკიცედ მჯერა, რომ სადამ ჰუსეინის მოშორება ხელისუფლებიდან, სწორი გადაწყვეტილება იყო” – წერს ბუში, თუმცა აღიარებს რომ აშშ-ს შეჭრამ ერთი რამ აჩვენა – ერაყელ დიქტატორს მასობრივი განადგურების იარაღი არ გააჩნდა, არადა ომი უპირველეს ყოვლისა, ამ მიზეზით დაიწყო. ვოთერბორდინგი ის ამართლებს თავის მხარდაჭერას ”ალ-ქაიდას” მებრძოლების წინააღმდეგ ვოთერბორდინიგის გამოყენებისადმი, რადგან მას აშშ-ს წინააღმდეგ თავდასხმების აღკვეთის აუცილებელ ინსტრუმენტად მიიჩნევს: ”იმის ვარაუდი, რომ ჩვენი სადაზვერვო სამსახურის პერსონალი არღვევდა კანონს, როდესაც მათთვის გაგზავნილ კანონიერ ინსტრუქცია მიყვებოდა, შეურაცხმყოფელი და არასწორია”. ეს დასკვნა ალბათ ბევრი ოპონენტისთვის კვლავ არადამაჯერებელი იქნება. ისინი შენიშნავდნენ, რომ აშშ-ს სამხედროები ვიეტნამის ომის დროს ტუსაღების წინააღმდეგ ვოთერბორდინგის გამოყენების გამო სამხედრო ტრიბუნალს გადაეცემოდნენ და 1983 წელს ტეხასელი შერიფი და მისი სამი მოადგილეს ”დაკითხვის ამ გაუმჯობესებული ტექნიკის” (ანუ წამების) გამოყენებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2001 წლის დეკემბერში ამერიკულმა ძალებმა ვერ შესძლეს ოსამა ბინ ლადენისთვის გზების გადაკეტვა და ტერორისტების ლიდერმა პაკისტანში იქაური ტომების არეალს შეაფარა თავი. ”წლების შემდეგ კრიტიკოსები ბრალად იმას გვიყენებდნენ, რომ ბინ ლადენს ტორა ბორასთან გაქცევის საშუალება მივეცით. მე ამას ასე არ ვხედავ”. ის ამბობს, რომ არ ყოფილა მტკიცე ცნობები, რომლებიც ბინ ლადენის იქ ყოფნას დაადასტურებდნენ – ანუ მოვლენათა იმ ვერსიას ჰყვება, რომელსაც ბევრი ექსპერტი, სამხედრო და დაზვერვის სამსახურის ის ოფიცრები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ არ ეთანხმებიან. ამერიკელი მკითხველები, ალბათ უფრო ექს-პრეზიდენტის მოვლენებით მდიდარი ცხოვრების კაშკაშა ეპიზოდებზე შეაჩერებენ ყურადღებას. აქ გაეცნობით დეტალებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური დინასტიის ცხოვრების შესახებ. (ბუში ეკლიანი იუმორისადმი მის სიყვარულს, საყოველთაოდ ცნობილი, ენამწარე დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ გენებს მიაწერს). მისი მონათხრობი იმაზე, თუ როგორ შედგა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, ანუ როგორ გადაწყვიტა 40 წლის ასაკში უარი ეთქვა სასმელზე, ამაღელვებელია. პოლიტიკური თამაშების ფანებს მოეწონებათ მისი კოლორიტული მონათხრობი, მშობლიურ შტატში ტეხასში ჩატარებულ პოლიტიკურ კამპანიებზე. ასევე საინტერესოა 2005 წლის ნიუ-ორლეანის ურაგნის ეპიზოდი, თუმცა სრულიად სხვა მიზეზებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ სურს დაეთანხმოს კრიტიკოსების ყველა ბრალდებას კატასტროფის დროს მისი მოქმედებების გამო, ის მაინც აღიარებს რომ მთავრობის რეაქცია კატასტროფაზე უფრო სწრაფი და ძლიერი უნდა ყოფილიყო. გლობალური მკითხველისთვის, ალბათ უფრო სხვა მომენტები იქნება საყურადღებო. ბუში მსოფლიოს სხვა ლიდერების აღწერისას თავს არ იკავებს. ის გულუხვად აქებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს, მის უახლოეს მოკავშირეს ერაყის წინააღმდეგ ომში და კაცს, რომელიც უინსტონ ჩერჩილთან შედარების ინსპირაციას იწვევს. ბუში კეთილი სიტყვით იხსენიებს მის მემკვიდრეს ბარაკ ობამას, რომელსაც კამპანიის ჩატარების კარგი უნარების გამო აქებს. ”ნდობა შეირყა” ის აშკარად არად აგდებს ერაყის ომის ოპონენტებს, საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკსა და გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს. ამ უკანასკნელს ის უკიდურესი ზიზღით ეკიდება იმისთვის, რომ ჯერ დაპირდა, ხოლო შემდეგ უკან წაიღო ერაყში შეჭრისადმი თავისი მხარდაჭერა: ”მე ნდობას ყველაზე მეტად ვაფასებ. რადგანაც ერთხელ ნდობა შეილახა, ძალიან ძნელი იყო კონსტრუქციული თანამშრომლობის აღდგენა”. ის შრიოდერს იმის გამოც კბენს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სულ ცოტა ხანში ბუნებრივი აირის რუსულ კომპანიაში, ურჩხულ ”გაზპრომში” დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებით საინტერესოა ის, თუ როგორ ახასიათებს ბუში ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სრულიად განსხვავებული პოლიტიკის მიუხედავად, ბუშის ძუნწი პატივისცემა დაიმსახურა. ის პუტინს ”ცბიერ” და ძალიან კონკურენტუნარიან კაცს უწოდებს – მით უფრო, რომ ნავთობზე მომატებული ფასები სულ უფრო მეტად ეხმარება რუსულ ეკონომიკას. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ამ ორს შორის ასეთი დაილოგი გაიმართა: „მე ვუთხარი, რომ მან სერიოზული შეცდომა ჩაიდინა და თუ რუსეთი საქართველოდან არ გამოვა, ის იზოლაციაში აღმოჩნდება. მან მითხრა, რომ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა (იგივე ტერმინი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც გამოიყენა), რომელმაც რუსეთის პროვოცირება მოახდინა. „მე გაფრთხილებდი, სააკაშვილი ფიცხია“ – ვუთხარი მე პუტინს. „მეც ფიცხი ვარ“ – მიპასუხა პუტინმა. მე შევხედე. „არა, ვლადიმერ“ – მივუგე მე – „შენ ცივსისხლიანი ხარ“. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ეპიზოდი ბუშის იმ გადაწყვეტილებაზეც მოგვითხრობს, თუ როგორ გადაწყვიტა ერაყის ომში დამატებითი ძალები შეეყვანა, რაც გაზრდიდა აშშ-ს ჯარების რაოდენობას, მაშინ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ინტენსიურად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებაც და პოლიტიკური ოპოზიციაც. დემოკრატები ჰილარი კლინტონი და ობამა წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მის საკუთარ რესპუბლიკურ პარტიაშიც იყო ზოგიერთი წევრი და მათ შორის მიტჩ მაკკონელი, დღეს სენატში პარტიის უმცირესობის ლიდერი, რომელიც როგორც წიგნშია ნაჩვენები, ბუშს 2006 წლის კონგრესის არჩევნების წინ ერაყში ჯარების შემცირებას ევედრებოდა – „მაგრამ მე მისთვის არ მითქვამს, რომ მისი რეკომენდაციების სრულიად საპირისპირო ნაბიჯს განვიხილავდი“. ბუში ერაყში დამატებითი ჯარების შეყვანას მისი მმართველობის ყველაზე „ხისტ და ყველაზე არაპოპულარულ“ გადაწყვეტილებას უწოდებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ერთ-ერთი იმ რამდენიმე ფაქტორიდან, რომელმაც ხელი შეუწყო სექტანტური ბრძოლების შეჩერებას და ერაყში პოლიტიკური სიტუაციას სტაბილიზირებას, ამ ნაბიჯის აუცილებლობა მოვლენათა მსვლელობამ დაადასტურა. ბუში ნამდვილად იმსახურებს ნდობას ამისთვის და ის მოხარულია, რომ შეეძლო იმის ჩვენება თუ რატომ. მაგრამ წიგნში ძალიან ბევრი ისეთი მომენტია, სადაც მისი გულწრფელობა აშკარად მარცხს განიცდის. ამერიკელი ექსპერტი ტერორიზმში, პიტერ ბერგენის ახალ წიგნში „ყველაზე გრძელი ომი“ დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ბუშის ადმინისტრაცია 9/11-ის წინმსწრებ თვეებში თითქმის არავითარ ყურადღებას არ უთმობდა ”ალ-ქაიდას” მომავალ საფრთხეს. „ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები, რა თქმა უნდა უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საფრთხეს საკმარისად გადაუდებლად არ მიიჩნევდნენ, მაგრამ საკამათო არაა ის ფაქტი, რომ მათ საჯარო გამოსვლებში, პირად საუბრებში, შეხვედრებსა და ქმედებებში, ”ალ-ქაიდას” საფრთხეს ოდნავ თუ ახსენებდნენ“ – წერს ბერგენი, რომელიც ამ შეცდომას „ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დამღუპველ შეცდომად“ მოიხსენიებს. მაგრამ ბუში მტკიცებულებების მიუხედავად, დაჟინებით ამტკიცებს რომ უშიშროების მისი გუნდი, თანამდებობაზე მისი მოსვლის მომენტიდან ყურადღებით ეკიდებოდა ”ალ-ქაიდას”. ასევე მრავლისმეტყველია კიდევ ერთი ლაკუნა. ვოთერბორდინგზე მსჯელობისას ბუში, სხვათა შორის ამბობს რომ მან უარი სთქვა „გაუმჯობესებული დაკითხვის“ ორ სხვა მეთოდზე, რომლებიც „ძალიან შორს მიდიოდა“, თუმცა მათ მისი მრჩეველები კანონიერად მიიჩნევდნენ. ეს შეუსაბამობა უთვალავ შეკითხვას ბადებს (ზნეობრივს, კანონიერს), თუმცა მან მათი განმარტება არ ინება. მისი მოგონებები ერაყის ომზე მოკლედ ეხება იმ შეცდომებს, რომელთა აღიარებისთვის ის ახლა მზადაა – მაგალითად ისეთ შეცდომას, როგორიც იყო საბრძოლო გემზე გამოფენილი ბანერი „მისია შესრულებულია“. ეს ბანერი 2003 წელს, ერაყში წარმატებული შეჭრის გამო გამართულ ზეიმზე გამოიყენეს, იმ მომენტში როდესაც ბევრი ამერიკელის დაღუპვა (ერაყში დაღუპული ასეულობით და ათასეულობით ადამიანი) ჯერ კიდევ წინ იყო. ბუში რეალურად არაფერს ამბობს სადაზვერვო სამსახურების იმ კატასტროფულ შეცდომაზე, რომელიც ომის მთავარი მიზეზი გახდა. ბუში მართლაც არ სცდება, როცა ამბობს რომ ბევრი დემოკრატი და საგარეო დაზვერვის სამსახურის მუშაკი იზიარებდა მის რწმენას და ფიქრობდა, რომ ჰუსეინს ნამდვილად ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი, მაგრამ ის გვერდს უვლის იმ ფაქტს, თუ როგორ იმეორებდა მისი ადმინისტრაცია განცხადებებს ”ალ-ქაიდასა” და ჰუსეინის რეჟიმს შორის არსებულ კავშირებზე, რამაც სადაზვერვო სამსახურების მუშაობა სხვა გზით წაიყვანა, რადგან მათ ძალიან ცხადად უთხრეს, თუ რისი მოსმენა სურდათ მათ უფროსებს. ის არც იმას შეეხო, თუ როგორი გამანადგურებელი ზეგავლენა იქონია ერაყზე ყურადღების ფოკუსირებამ ავღანეთის ომზე. მსოფლიო დღემდე ამ ნაბიჯით გამოწვეულ შედეგებს იმკის. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts