planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif ჰემიშ მაკრეი ძალა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს და თუკი ვინმეს იმ მომენტის დაფიქსირება სურს, როდის გახდება ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო, შეუძლია ამ დღეებში სეულში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდეს საქმე ისიც კი არ არის, რომ ეს კორეაა და არც ის, რომ „დიდი ოცეული“, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე მსხვილი „ახალი განვითარებული“ ქვეყნები შედიან, ძველ „მდიდართა კლუბს“ – „დიდ შვიდეულს“ ჩრდილავს. საქმე იმაშია, რომ როგორც ამ კვირაში გაირკვა, „ახალი განვითარებულები“ რეცესიას გაცილებით უკეთ გაუმკლავდნენ ვიდრე ძველები. ევროპა და ჩრდილოეთ-ამერიკა „ოცეულის“ ფორუმზე, მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი რეცესიის გამო, ვალებით დამძიმებულები გამოცხადდნენ. აზია და აფრიკის დიდი ნაწილი ისე გამოიყურება, თითქოს არც არანაირი რეცესია არ ყოფილა. ეს მარტივად იგრძნობა, თუკი ბოლო რამდენიმე დღის ახალ ამბებს გაეცნობით. ისმოდა პროგნოზები, რომ თუკი ვალუტის გაცვილით კურსს შემსყიდველობის რეალურ უნართან შესაბამისობაში მოვიყვანთ, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-სას მოცულობით ორი წლით გაუსწრებს. ისიც ითქვა, რომ ჩინეთის ლიდერები პორტუგალიას სტუმრობდნენ და მას ვალის სახით, ვალებთან გამკლავებისთვის ფულს შეპირდნენ. იყო ინდოეთში მოხეტიალე ობამაც და დევიდ კემერონიც, რომელიც ჩინეთთან ექსპორტზე კონტრაქტების მოპოვებას ცდილობდა. ასევე არსებობს სერიოზული სხვაობა თვითდაჯერებულობის ხარისხის მხრივ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რეცესიას გადაურჩნენ და პირიქით, რომლებიც ზრდის განახლების მიღწევას ცდილობენ. წარსულში, ომის შემდგომი რეცესიების დროს ყველა პრობლემას ტრადიციულად დასავლური სახელმწიფოები წყვეტდნენ. წელიწადნახევრის წინაც კი, ლონდონში „დიდი ოცეულის“ სამიტზე არასაჯაროდ გადაწყდა, რომ გორდონ ბრაუნის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივათა პაკეტს განახორციელებდნენ. დღეს, ყოველ შემთხვევაში აზიაში, ვალებით დამძიმებული დასავლეთი არა პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად, არამედ თავად პრობლემად მიიჩნევა. რეცესია „მსოფლიო“ კი არ იყო, არამედ „ჩრდილო-ატლანტიკური“. ძალიან სასტიკი ნათქვამი იქნებოდა რომ ჩვენ მათ ვევედრებით, ისინი კი ძალაუფლების სხივებში ბანაობენ, მაგრამ ამაში რაღაც რეალურიც არის. სინამდვილეში ამ ორივე სამყაროს ერთმანეთი სჭირდება და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ყველას გვჭირდება ღია სავაჭრო სისტემა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილება გონივრული დოზით. სულ ახლახანს მსოფლიოში ადგილი ჰქონდა ისტორიაში კეთილდღეობის უპრეცედენტო ტალღას, რომელიც საკმაოდ ბევრზე გავრცელდა, თუმცა შესაძლოა ყველაზე არა. უგუნურება იქნებოდა ასეთ კარგ გეგმაზე უარის თქმა, მაგრამ მაშინ ყველამ ამ გეგმით უნდა იმოქმედოს, ანუ ყველამ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკა უნდა აწარმოოს. კონტექსტში თუ ვიტყვით, მსოფლიო დღეს ძალის ცენტრის ისეთი მასშტაბური გადაადგილების ადრეულ ეტაპზეა, რომლის შესახებაც ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ არაფერი სმენიათ. უახლოესი ორი ათლწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკურ ბატონობა ჩინეთის და ინდოეთის ხელში აღმოჩნდება, როგორც ეს 200 წლის წინ იყო. „ოცეულის“ შეხვედრაზე საუბარი იქნება მათ იდეებსა და ზოგიერთი „ახალი განვითარებულის“ იდეებზეც და ეს იდეები არსებულ მსოფლიო სისტემაში დაინერგება და მის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მას ადაპტაცია სჭირდება და ეს შეხვედრა გახდება იმ ოცწლიანი დავის დასაწყისი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts