planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/patriarki2-150x150.jpgამ წუთებში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სხადასხვა ეკლესიის მოძღვრებთან ერთად წმინდა 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავიშრებით პარაკლისს აღავლენს. მეტეხის ხიდზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი .100 ათასი მოწამის მფარველობის მისაღებად და პარაკლისის მოსასმენად თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან მეტეხის ხიდისკენ მსვლელობები დილით დაიწყო. მართმადიდებლურიო ეკლესიების მრევლი მეტეხის ხიდისკენ ჯვრებით, ხატებით, დროშებით, ბაირაღებით, სანთლებით და ყვავილებით მივიდა. პარაკლისის შემდეგ მომლოცველები მტკვარში ყვავილებს გადაყრიან. ასევე მათ მეტეხის ხიდზე დაბრაძანებული უფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და 100 ათასი მოწამის ხატების მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ და ნაკურთხ პურს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ასი ათასი ქართველი წმინდა მოწამე სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტხის ხიდზე მოწამეებს, ჯალალ ედინის ბრძანებით, უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი, მათ ხვარაზმელებმა თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts