planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili221-150x150.jpg10 დღეში იწყება გზის მშენებლობა, რომელიც ქობულეთს ბათუმის ცენტრთან დააკავშირებს, რის შემდეგაც ბათუმში ჩასვლა ქობულეთიდან 15 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, ქობულეთში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, ქობულეთის თავისუფალ ინდუსტრიალ ზონაში 20 სასტუმროს მშენებლობისას ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო საბოლოოდ დასრულებისას დაახლოებით სამიათასი ადამიანი იქნება დასაქმებული. “აქვე არის ციცინათლეა, საკონცერტო დარბაზი და ქობულეთის ფიჭვნარი. ძალიან საინტერესო ტურისტული პოტენციალია. ათასი ადამიანი საქმდება ამ 20 სასტუმროს მშენებლობაზე. როცა დამთავრდება ეს სასტუმროები დაახლოებით დაასაქმებს სამიათას ადამიანს. ეს არის სახელმწიფოსა და ინცვესტორის ერთად მუშაობა. მე მინდა ვუთხრა ყველა ურწმუნო თომას, რომელიც იძახის, რომ ქართველები გარბიან ქვეყნიდან, თითქმის ყველა კომპანია, რომელიც აქ არის არის ქართული კომპანია, თუმცა ჩვენ მივესალმებით უცხოურ ინვესტიციასაც”,- განაცხადა სააკასვილმა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ზონის მსენებლობაში იღებს მონაწილეობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts