Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ძაგანია: ბავშვების დაშინებას და შანტაჟის მცდელობაზე ვანო მერაბიშვილმა ოფიციალური განმარტებები უნდა გააკეთოს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dzagania-kaxa-150x130.jpgბავშვების დაშინებას და შანტაჟის მცდელობაზე ქვეყნის შინგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა აუცილებლად ოფიციალური განმარტებები უნდა გააკეთოს.

 

ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბავშვების შანტაჟს პოლიციის ძალით ახორციელებს და მათ თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს.

 

,,გუშინ საღამოს პეკინის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გააჩერეს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი, მე-12 კლასის მოსწავლე ბექა ნათელაშვილი და მისი მეგობარი. ორივე გაჩხრიკეს, გადაუღეს ფოტოები, დაუსვეს შეკითხვა, მონაწილეობდნენ თუ არა სკოლის მოსწავლეების მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში, საბოლოოდ კი უთხრეს, რომ ისინი აღრიცხვაზე არიან აყვანილი და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლებს”,- განაცხადა ძაგანიამ.

 

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები აქამდეც მომხდარა, თუმცა ბექა ნათელაშვილი ამას ამ დრომდე არ ამხელდა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...