planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Somalia-pirates-46_1000271c-150x150.jpgსომალელმა მეკობრეებმა არაბეთის ზღვაში გემი გაიტაცეს, რომელზეც ჩინელი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. სატვირთო გემზე ჩინეთის 29 მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთის ხელისუფლება გემს ვერ უკავშირდება და მეზღვაურების შესახებ არაფერია ცნობილი. ამ დრომდე ტყვეობაში რჩება გუშინ დატყვევებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი ”ანიბალ 2“, რომლის ბორტზეც ერთი საქართველოს მოქალაქეა.სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 30 ტანკერი და 500-მდე ეკიპაჟის წევრია. 2006 წლის შემდეგ მათ 32 ქართველი მეზღვაური დააკავეს. გატაცებულთა ნახევარზე მეტი ისევ მძევლობაშია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ტერიტორიული წ####ბი რომელშიც მეკობრეები მოქმედებენ, არცერთ სახელმწიფოს არ განეკუთვნება და მასზე პასუხისმგებელი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობაა. ექსპერტებს თქმით, ნატო–სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებულია არაერთი ხელშეკრულება, რომელიც მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედება ამ დრომდე არაეფექტურია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts