planetanews Posted November 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2010 დღეს, დიღომში,ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე,ავტომობილის მფლობელები საპროტესტო აქციას გამართავენ. 10 ნოემბრიდან ამოქმედებული,50 ლარიანი ჯარიმა,ახლადდაწესებულ ნორმაზე მეტად დამუქებული მინებისთვის, საპროტესტო აქციის მიზეზია. ავტომობილების მფლობელები აცხადებენ,რომ ავტომობილების გარკვეულ კატეგორიას მინები ქარხნულად აქვთ დამუქებული. მფლობელებi აცხადებენ,რომ მათ არა აქვთ საშუალება მინები შეცვალონ არა მარტო მათი სიძვირის გამო არამედ ხშირად ამ მოდელზე დაუბურავი მინის არარსებობის გამო. ხოლო მინის არაორიგინალით შეცვლა, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის მგზავრთა ჯანმრთელობას და ამცირებს ავტომობილის უსაფრთხოებას. შაბათის აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების თხოვნაა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაითვალისწინოს ათასობით ავტომფლობელის ინტერესი (რომელთა ავტომობილების მინებიც ქარხნულადაა დამუქებული) და მოხსნას შეზღუდვა ქარხნულად დამუქებულ უკანა გვერდითა და წინა საქარე მინაზე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts