planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01745/Sotirios_Kyrgiakos_1745860c.jpg ლივერპულის ბერძენი ცენტრალური მვცელი სოტირიაკოს კირგიაკოსი დაუბრუნდა, თუმცა ჯო კოული, გლენ ჯონსონი და დანიელ აგერი შაბათს მოედანზე ვერ გავლენ ტრავმების გამო. სოტო რომელიც ამ ბოლო მატჩებში საუცხოო ფორმაში იმყოფებოდა ჩელსისთან თამაშის წინ ანგინით დაავადდა. როი ჰოჯსონის განცხადებით მცველი უკვე მზადაა სათამაშოდ, მიუხედავად იმისა რომ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. მწყობრშია ასევე სარეზერვო მეკარე ბრედ ჯონსიც. სავარაუდოდ ორივე ფეხბურთელი იქნება გუნდის განაცხადში, ხოლო რაც შეეხება კოულს მან კიდევ ვერ მოახერხა ბოლტონთან მიღებული ტრავმის მოშუშება. შეგახსენებთ რომ მან გამოტოვა უკვე ორი შეხვედრა მათ შორის ერთ-ერთი ჩელსის წინააღმდეგ მეორე კი ნაპოლისთან ევროპის ლიგაზე. ასევე არ ითამაშებს დანიელ აგერი რომელსაც უკვე დიდი ხანია ზურგის ტრამვა აწუხებს… გლენ ჯონსონიც ასევე ტრამვირებულია თანაგუნდელებთან ერთად და სავარაუდოდ მის ადგილს სტოკ სიტისთან კვლავ მარტინ კელი დაიკავებს. ჰოჯსონის გადაწყვეტილებით დღეს გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა, რადგან ამ კვირაში ისედაც 3 მძიმე მატჩის შემდეგ თითოეული ფეხბურთელი გადაღლილია და დასვენება სჭირდებათ. მისი განხცადებით შემადგენლობა ძირეულად განსხვავებული არ იქნება, რადგან დიდი არჩევანი მწვრთნელს არ აქვს. კვლავ კელის, სპირინგის და შელვის იმედად ყოფნა მოუწევს… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts