Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - არჩევანი პარლამენტზეა


Recommended Posts

ხელისუფლება მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მაუწყებლობის კანონის გარდა ვერც ერთ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს ისაუბრა. ხელისუფლება თანახმაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რათა დაიხვეწოს ინიციატივა, რომელიც მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას გულისხმობს. 8 კანონპროექტის ცვლილებების ავტორთა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ცვლილებების მხოლოდ მაუწყებელთა კანონში შეტანა საკმარისი არ არის.

 

 

 

პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება 8 კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მედია გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ჟურნალისტებისა და იურისტებისგან შემდგარმა საინიციატოვო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა დღეს დაარეგისტირირა. იმისათვის, რომ საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადება კანონპროექტად იქცეს და მსჯელობამ პარლამენტში გადაინაცვლოს, ჯერ ის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ.

 

ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილეს და კანონპროექტადაც აქციეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, ასევე, მედია გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს, მხოლოდ ერთი განსხვავებით: საპარლამეტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველყობა მხოლოდ ერთ კანონში- მაუწყებლობის შესახებ კანონში - ცვლილებების შეტანით შეიძლება. კანონპროექტის ინიციატივაც მათი მხრიდან, ცვლილებების მხოლოდ ამ კანონში შეტანას გულისმობს.

 

კანონპროექტის თანახმად, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კერძო და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ მედიასაშუალების ფლობა. ასევე, მაუწყებელთა მფლობელები ვალდებულნი იქნებიან თავიანთი ვინაობაა გაამჟღავნონ და საკუთრებში ცვლილებების შემთხვევაში, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნონ.

 

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების საერთო პროექტი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებასაც ითვალისწინებს და რამდენიმე სხვა საკითხსაც ეხება, ესენია: საკუთრების ფინანსური გამჭვირვალობა, საკუთრების კონცენტრაციის საკითხი, ლიცენზირებისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები და სხვა.

 

თუ ბიურო დათანხმდება, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს კანონპროექტის სახელი ეწოდოს, მაშინ მასზე მსჯელობა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს.

 

გაითვალისწინებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ 8 კანონპროექტს მაშინ, როდესაც წინასწარი შეფასებით, უმრავლესობის წევრები ამ ეტაპზე სხვა კანონებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავენ და აქცენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე აკეთებენ?

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმ მიზნით, რომ დაიხვეწოს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტი გამოვიდა და რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მედიის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას.

 

საინიციატივო ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერთ კანონში ცვლილების შეტანა ვერ უზრუნველყოფს მედიაგამჭვირვალობის თავისუფლებას. მათი თქმით, ეს საკითხი კომპლექსურად, ანუ სხვა კანონებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს.

 

,,ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხავებული მიდგომები კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამავდროულად მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიზნები როგორც საქართველოს პარლამენტისა და ასევე საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიხზაციის წარმომადგენლების, რომლებიც მუშაობდნენ ამ თემაზე, არის ერთი და იგივე. ეს გახლავთ მედიის მფლობელთა შესახებ მეტი ინფორმაციის არსებობა საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად, ნ შესაძლებელი იქნება მივიღოთ ზუსტად ისეთი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, რომელიც უკავშირდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მედია საშუალებების მფლობელებს’’, - ამბობს თაქთაქიშვილი.

 

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 8 კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდის, დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსი მხარს უჭერს საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს.

 

რაში დაეხმარება დიპლომატიური კორპუსი საინიციატივო ჯგუფს და მათი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს? - ეს შეკითხვა ნეტგაზეთმა რამდენიმე დიპლომატს დაუსვა.

 

,,მე მივესალმები დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, აქაც ყოველთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა, გადახედვა რაღაცეების, შეცვლა. მედია მესაკუთრეების გამჭვირვალობა - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა დიალოგი მთავრობის წევრებთან. ისინი დათანხმდნენ და თქვეს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან ამ კანონპროექტის მიღებაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ დიალოგს’’, - ამბობს კენტ ლოგსდონი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე.

 

,,რეფორმა არის ევოლუციური პროცესი, ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის დიალოგი. იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ შეხვედრებს გამართავენ მთავრობასთან, როცა ამ საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყება. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მედია გამჭვირვალობის საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანი დგას. ჩვენ მოვუსმენთ როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების პერსპექტივებს მედია რეფორმებთან დაკავშირებით და შევეცდებით ხელი შევუწყოთ, რეფორმები გატარდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც შესაძლებელია’’, - ამბობს ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი.

 

,,მე დავინახე, რომ ეს პაკეტი ცვლილებებისა, რომელიც წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით, რაც შეეხება ადმინისტრაციულ კოდექსს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მგონი, ეს კარგი დასაწყისია. მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად მედია გამჭვირვალობისთვის საკმარისი არ არის. მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობა საერთაშორისო პრობლემაა. არის ევროკაშვირის ინიციატივა, რომლის შედეგადაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვუწოდოთ ევროკავშირს უზრუნველყოს უფრო მაღალი გამჭვირვალობა. ევროკომისია ამაზე უკვე მუშაობს, ისინი ატარებენ კვლევას, რომ დაამტკიცონ – ცვლილებები საჭიროა’’, - ამბობს ჰელენ დარბიშე, ევროპული ორგანიზაციის Access info Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო და კერძო გამჭვირვალობაზე.

 

საინიციატივო ჯგუფი ფიქრობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეხმარებიან მათ საკუთარი ინიციატივის ლობირებასა და ადვოკატირებაში ხელისუფლებასთან.

 

ეს ადამიანები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან, გავლენიან, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთსა და იმავე მესიჯს ეუბნებიან ჩვენს ხელისუფლებას, როგორც წესი, ეს მესიჯი ჭრის ხოლმე’’, - განაცხადა ნინო დანელიამ, მედიაექტპერტმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...