Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ბოტკინი - ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძირითადად ღვიძლს და იწვევს მის ანთებას. ინფექციის გავრცელების წყაროა ავადმყოფი ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება მოხვდეს პირის ღრუდან ჭუჭყიანი ხელების, ნერწყვის, დაბინძურებული წყლისა და საკვების, სხვადასხვა საგნების, ნახმარი შპრიცებისა და ნემსების საშუალებით. ვირუსი შეიძლება გადაიტანონ ბუზებმა.

 

ბოტკინის (A ჰეპატიტის) კლინიკური ნიშნები ვლინდება კონტაქტიდან 2-3 კვირის შემდეგ. დაავადება თანდათან იწყება საერთო სისუსტით, უმადობით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშ არის, ზოგჯერ ტემპერატურაც იმატებს. მე-4-8 დღიდან შარდი მუქდება, ვითარდება სიყვითლე - თვალების სკლერა და კანი ყვითლდება, განავალი ხდება თიხისფერი, დიდდება ღვიძლი, ზოგჯერ ელენთაც.

 

დაავადებული ადამიანისათვის აუციებელია წოლითი რეჟიმის და დიეტის დაცვა. ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მუდმივი ყურადღების ქვეშ.

 

რეკომენდირებულია: ხაჭო, ძროხისა და ქათმის მჭლე ხორცი, თევზი უცხიმო (მოხარშული), მოხარშული ბოსტნეული, ხილის ტკბილი კომპოტები, ცხიმებიდან მხოლოდ ზეითუნისა და სიმინდის ზეთი.

 

აკრძალულია: ცხვრის, ღორის, იხვის, ბატის ხორცი, ცხოველური ცხიმების მიღება, ძეხვეული, მწარე, შემწვარი საჭმელები, ნიგვზიანი კერძები, ყავა, შოკოლადი, კაკაო, სპირტიანი სასმელები.

 

ბოტკინის გადატანის შემდეგ ავადმყოფი უნდა იყოს კვლავ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და იცავდეს 1 წლამდე დიეტას.

 

ხალხური მედიცინა ბოტკინის სამკურნალოდ მრავალ რეცეპტს იცნობს, რომელიც გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება ძირითად მკურნალობასთან ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...