planetanews Posted November 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/irish_times_thumb.jpg მარი ფიცჯერალდი გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ კვირას ქვეყნის ხელისუფლების მიერ რუსული ჯაშუშური ქსელის მხილებისა, თბილისი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა მას შემდეგ რაც ნატო-ს ლისაბონის სამიტის წინ, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევიც დაესწრება, თბილისმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მოსკოვმა საქართველო „აშკარა პროვოკაციის“ ორგანიზებასა და „პოლიტიკურ ფარსში“ დაადანაშაულა. დუბლინში ვიზიტის დროს, კითხვაზე: ხომ არ ავნებს დიალოგის პერსპექტივას ჯაშუშური დაპირისპირება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ „ამ კითხვის ადრესატი უფრო რუსეთია… ჩვენ მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ჯაშუშურ ქსელზე თუკი ასეთს აღმოვაჩენთ და აღმოვაჩინეთ კიდეც… ერთადერთი გზა რეალური მოლაპარაკებებია“. საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის 2008 წელს ხანმოკლე ომი გაჩაღდა. ბატონმა გილაურმა „მცირე, მაგრამ მაინც პოზიტიური ნიშანი“ უწოდა გასულ თვეში რუსეთის სამხედრო ძალების გასვლას პერევიდან (სოფელი, რომელიც სამხრეთ-ოსეთის მიღმა მდებარეობს). „ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სრული წარმატება ის იქნება, თუკი ისინი დაასრულებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“ – განაცხადა მან. ბატონმა გილაურმა ხაზი გაუსვა ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. „რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი მოსკოვზე ევროპისა და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლაა. წარმატებული ეკონომიკური რეფორმები საქართველოში და ამავდროულად პოლიტიკური ზეწოლა ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან – ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა საქართველოს პოლიტიკური რეინტეგრაციის თვალსაზრისით“. გუშინ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ბრაიან კოუენთან შეხვედრისას, ბატონმა გილაურმა იმ მოლოდინზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს 2012 წელს ეუთო-ში ირლანდიის თავმჯდომარეობისგან აქვს. „ჩვენთვის რუსეთთან კონფლიქტის დასრულება პრიორიტეტია“ – სთქვა მან – „ირლანდიას შეუძლია სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანა საკუთარი გამოცდილებით, რომელიც თქვენ ჩრდილოეთ-ირლანდიასთან ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაგიგროვდათ“. ბატონმა გილაურმა უარყო საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული წუხილი, რომელიც ოპონენტთა თქმით გზას უხსნის მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრი გახდეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, ისევე როგორც ეს ვლადიმერ პუტინმა გააკეთა რუსეთში. „პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებია ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იმისთვის არ განხორციელებულა, რომ ის რომელიმე ადამიანს მოერგოს“ - განაცხადა ბატონმა გილაურმა და დასძინა, რომ ახალი კონსტიტუცია თავისი ბუნებით „უფრო ევროპულია“. მან ასევე უარყო იმ კრიტიკოსთა ბრალდებები, რომლებიც სააკაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის ბოლო წლებში მცოცავი ავტორიტარიზმის ნიშნებს ავლენდა. „არ ვიცი ეს [კრიტიკა] რას ეფუძნება… შესაძლოა ძალიან ძლიერ პრო-მოსკოვურ ოპოზიციურ წარმომადგენლებს“. ბ-ნი გილაური ეკონომიკას ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლობა, ის მუშაობდა ასევე IFSC-ში (ირლანდიის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების ცენტრი) დუბლინში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts